IPB
X   საიტის შეტყობინება
(შეტყობინება ავტომატურად დაიხურება 2 წამში)

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


3 გვერდი V   1 2 3 >  
პასუხის დამატება ახალი თემა
აზიური კინემატოგრაფია...Cinema of Asia, მუსულმანური სამყარო, კორეა, იაპონია, ჩინეთი....
Sali...bali
პოსტი Dec 22 2011, 03:11 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618





ხშირად აზიურ კინოში იაპონურ და კორეულ კინოს მოიაზრებენ თუმცა ტერმინი აზიური კინემატოგრაფია გაცილებით მრავლისმომცველია , კერძოდ მასში მოისაზრება :

ახლოაღმოსავლეთი (ძირითადად წარმოდგენილია თურქული და ირანული კნემატოგრაფიით);
აღმოსავლეთ აზია (ჩინეთი,კორეა [სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეა], იაპონია);
შუააზია (ყირგიზეთი,ყაზახეთი,უზბეკეთი)
სამხრეთ აღმოსავლეთი აზია (ტაილანდი,ვიეტნამი,მიანმა, სინგაპური...)
სამხრეთ აზია ( ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში)
ჩრდილოეთ აზია (რუსული კიმენატოგრაფია)




ახლოაღმოსავლეთის კინემატოგრაფიას რაც შეეხება ძირითადად თურქეთსა და ირანშია განვითარებული,სხვაგან ნაკლებად განსაკუთრებით არაბული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში. მიუხედავად იმისა რომ საკმაო რესურსი მოიძებნება ფილმის ბიუჯეტისათვის მუსულმანური სამყაროსთვის კინო მაინც ნაკლებმიმზიდველად რჩება, რის ძირითად მიზეზადაც ისლამის მკაცრი კანონები ითვლება.

90 იანი წლებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატებები დაკავშირებულია ირანულ კინემატოგრაფიასთან და ისეთ პრესტიჟულ კინოფესტივალების ჯილდოებთან როგორიცაა კანის ვენეციისა და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალები.



ცნობილი რეჟისორები: აბას კიაროსტამი, მაჰიდ მაჯიდი ,ჯაფარ პანაჰი...


--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Dec 22 2011, 03:55 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



რაც შეეხება თურქულ კინემატოგრაფიას ის ზოგადად თურქული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. თურქული კინოინდუსტრია ცნობილ თურქულ კინოსტუდიასტან ეშილჩამთან ასოცირდება. ეშილჩამი ბეიოლუს რაიონის ერთერთი ელიტარული ქუჩის დასახელება იყო სადაც მხოლოდ მსახიობები , რეჯისორები და ზოგადად ხელოვანები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ამ დასახელების ბრენდად ქცევის შემდეგ კი მასში ზოგადად "თურქული ჰოლივუდი" მოისაზრებოდა. დღესდღეობით ის ასოცირდება ნოსტალგიასთან და როგორც იტყვიან ძველ კლასიკასთან. მიუხედავად იმისა რომ კინო საკმაოდ პოპულარული იყო თურქეტში 60–იან წლების სტუდენტთა აჯანყებამდე ის მხოლოდ ელიტარული ფენის პრივილეგიად რჩებოდა.

60-იანებამდე კი იყო პირველი პატარა ქრონიკები,მუნჯი კინო, ომი : კინო ომამდე და კინო ომის შემდეგ თავისი შოვინისტური ელემენტებით, ხმოვანი კინო 1931 წელს. არ იყო უცხო თურქული კინოსთვის თეატრალური გავლენა რაც თითქმის ყველა ქვეყნის კინოსთვის იყო დამახასიათებელი. თურქულ კინემატოგრაფიაში კინოს თეატრალური გავლენისაგან გათავისუფლება რეჟისორ თურგუტ დემირაგს უკავშირდება. კალიფორნიაში კინემატოგრაფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ის ჩამოდის თურქეთში სადაც კინოს ძირიტად მსახიობებს თეატრის მსახიობები შეადგენენ და ცალკე კულტურა კინოს მსახიობის არ არსებობს, დემირაგი აარსებს კინოკომპანია "And Film"-ს. 1953 წელს მისივე რეჟისორობით იქმნება პირველი საშინელებათა ფილმი "დრაკულა სტამბულში".

1965-1975 წლები თურქული კინოს ოქროს ხანადაა მიჩნეული. ამ პერიოდში კინოწარმოებაში თურქეთი მესამე ქვეყანაა 301 ფილმი წელიწადში.

60 -იანი წლებმა ზოგადად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა , თურქული კინო განიცდის ფრანგული ახალი ტალღისა და იტალიური ნეორეალიზმის გავლენას.

ტექნიკურმა წინსვლამ და 1974 წლის მოვლენებმა ეშილჩამის ეპოქის დასასრული დააჩქარა,დაიხურა დაახლოებით ნახევარი კინოტეატრი ქვეყნის მასშტაბით.80-იანი წლების ქაოსმა მოიტანა ცენზურაც ცნობილი რეჟისორი იზამ გიუნეი დააპატიმრეს , ციხეში შექმნა სცენარი ფილმისთვის "ხროვა" რომლის მიხედვითაც ფილმი იგივე დასახელებით გადაიღო მისმა ესევთქვათ მემკვიდრემ Zeki Ökten -მა, რომლის სახელთანაც ასევე დაკავშირებულია საავტორო კინოს კულტურის შემოტანა თურქულ კინოში. 90 იანი წლებიდან უკვე თანამედროვე კინოს პერიოდი იწყება.




--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi geradze
პოსტი Dec 22 2011, 04:27 PM
პოსტი #3


ბნელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 31,586
რეგისტრ.: 31-March 10
მდებარეობა: Cupertino
წევრი №: 73



რუსული იაპონური რამდენიმე კორეული და ირანული ფილმი მაქვს ნანახი...
ხოდა
მიყვარს იაპონია biggrin.gif


--------------------
Who Watches the Watchmen?
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Dec 22 2011, 04:51 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



სომხური კინემატოგრაფია დასაბამს იღებს 1923 წელიდან ხელისუფლების მიერ სომხეთის კინოკომიტეტის Armenfilm ის შექმნით.

პირველი სომხური შავთეთრი მუნჯი კინო იყო ბეკნაზარიანის Namus - ალექსანდრ შირვანზადეს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ეს არის ფილმი დღესდღეობითაც საკმაოდ აქტუალურ პრობლემაზე პატიოსნება=ქალიშვილობა. ფილმის მთავარი მოქმედი გმირები შეყვარებული წყვილი სეირანი და სუსანია. ტრადიციების მიხედვით ქალვაჟს ქორწინებამდე პაემნები და განმარტოებით შეხვედრები სასტიკად ეკრძალებათ, ერთერთი ასეთი შეხვედრის მოწმე შემთხვევით ხდება წყვილის ნაცნობი და ჩნდება ჭორი იმის თაობაზე რომ გოგონამ ტრადიცია შეურაცხყო. თავზარდაცემული ოჯახი იძულებულია ქალიშვილი ვაჭარს მიათხოვოს რის შემდეგაც განრისხებული შეყვარებული ცილს სწამებს გოგოს რომ ის ნამდვილად ტრადიციების შემბღალავია რაც საბოლოოდ სუსანის თვითმკვლელობის მიზეზი ხდება. თავად რეჟისორის განცხადებით ამ ფილმით მას სურდა გაეკიცხა წლებთან ერტად წმინდა ტრადიციად შერაცხული და "პატიოსნებად" შენიღბული უბრალო მორჩილების იარაღი.

1935 წელს შეიქმნა პირველი ხმოვანი ფილმი Pepo - ამო ბეკ- ნაზარიანოვის ფილმი ცნობილი სომეხი დრამატურგის გაბრიელ სუნდუკიანის ნაწარმოების მიხედვით. სიუჟეტი 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში თბილისში ვითარდება, ღარიბი მეთევზე პეპო ამაოდ ცდილობს სასამართლოს გზით დაიბრუნოს თავისი ვალი ვაჭარი ზიმზიმოვისაგან.



აღსანიშნავია ასევე სერგო ფარაჯანოვის მიერ არმენფილმის ბაზაზე გადაღებული ფილმი "ბროწეულის ფერები" (ორიგინალი დასახელება "საიეთნოვა" რომელიც შეიცვალა ბროწეულის ფერებით ცენზურის გამო)



ფილმი მინიატურების კრებულია რომელიც მთლიანობაში ფანტასტიურად გადმოსცემს საიათნოვას სამყაროს.

გარდა ამისა აღსანიშნავია ისეთი რეჟისორები როგორებიც არიან :
J. Michael Hagopian _ ცნობილია თავისი ფილმებით სომხების გენოციდზე (The Forgotten Genocide)
Atom Egoyan _ The Sweet Hereafter (1997) ამ ფილმისთვის ნომინირებული იყო ოსკარზე როგორც საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ადაპტაცია. მოიგო კანის კინოფესტივალი.
Levon Mkrtchyan _ დოკუმენტური ფილმების დიდოსტატი
Mikhail Vartanov _ ცნობილია დოკუმენტური ფილმებით The Seasons of the Year, Parajanov: The Last Spring;
Artavazd Peleshyan _ The Seasons of the Year (1975)

Ашот Малакян იგივე Henri Verneuil - სომხური წარმოშობის ფრანგი რეჟისორი, თურქების მიერ სომეხთა გენოციდის დროს მისმა ოჯახმა მარსელში გადასვლა მოახერხა. ამ თემაზე რეჟისორმა შექმნა საკმაოდ საინტერესო და სულისშემძვრელი ფილმი Mayrig (დედა) რომელიც გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია. მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთმა ფილმი ევროპული კინოს ერთერთ ძვირფას წარმომადგენლად მონათლა მე თქვენის ნებარტვით აქ განვიხილავ smile.gif




ამ ისტორიულ ბიოგრაფიულ ფილმში 6 წლის ბიჭის მოგონებების კვალდაკვალ ნაჩვენებია ისტორია ერთი სომხური ოჯახის რომელიც ახერხებს მარსელში გაქცევით თავი დააღწიოს გენოციდს. ფილმში მტავარ როლებს ომარ შარიფი და კლაუდია კარდინალე ასრულებენ. ამ ფილმში შესრულებული როლის გამო ომარ შარიფს აეკრძალა თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა.

პ.ს ჩემი ერთერთი ფავორიტი ფილმია შეიძლება ესეც ითქვას biggrin.gif ერთი იყო ჰაჩიკო და მეორე ეს ფილმი რომელმაც ამდენი მაღნავლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუ ნახავთ ნამდვილად ისიამოვნებთ smile.gif


--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Dec 22 2011, 04:53 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



ციტატა(giorgi geradze @ Dec 22 2011, 05:27 PM) *
მიყვარს იაპონია biggrin.gif


ყველაზე თვითმყოფადი და დამოუკიდებელი კინოს კულტურა აქვს...


--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Dec 22 2011, 05:13 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



შუააზიას რაც შეეხება , ძირითადად განვითარებულია ყირგიზეთის,ყაზახეთისა და უზბეკეთის კიემატოგრაფია. სხვა რეგიონებში ან ზალიან იშვიათად ან პრაქტიკულად არ ხდება კინოს გადაღება. თურქმენეთში კი ერთადერთი კინოსტუდიაც განადგურდა.

სამხრეთ აღმოსავლეთ აზია _ შედარებით გამოირჩევა ამ მხრივ ტაილანდი, ვიეტნამი მიანმა და სინგაპური... სხვაგან ჯერ ბნელა.

სამხრეთ აზია _ პაკისტანი და ბანგლადეში ესეთუისე ფართხალებს მაგრამ ყველაზე მეტად გუგუნებს ბოლივუდი smile.gif სამხრეთაზიაში ზოგადად შიდააუდიტორიაზე გათვლილი ფილმები იწარმოება.

ინდური კინო მსოფლიოში ცნობილია მრავალრიცხოვანი მელოდრამებით. ცნობილი რეჟისორები: შაკჰარ კაპური,პარტჰო სენგუპტა და ა.შ მსახიობები: ამიტაბ ბაჩანი და თითქმის მთელი მისი შთამომავლობა,რაჯ კაპური,შახრუკ ხანი, რანი მუჰერჯი,აიშვარია რაი,მიტხუნ ჩაკრობორტი და ა.შ

ზოგადად ინდური კინო ასოცირდება ცეკვა სიმღერა და საპნის ბუშტებთან მაგრამ ამ ბოლო პერიოდში მორჩნენ ტინგიცს და რამოდენიმე საინტერესო ნამუშევარიც შეიქმნა.


--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Dec 22 2011, 08:12 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



გადავიდეთ აღმოსავლეთ აზიაზე smile.gif


აღმოსავლეთ აზიის კულტურა ზოგადად ყოველთვის თვითმყოფადი იყო და არასოდეს არ ჰგავდა ევროპულ ან ამერიკულ კინოს. აღმოსავლეთ აზიის საავტორო ფილმებისათვის დამახასიათებელია განსაკუთრებული ესთეტიურობა და სიღრმე. რეგიონებში ასევე საკმაოდ გავრცელებულია გასართობი ერთჯერადი კომერციული კინო.

1950 წლამდე დასავლეთისათვის აღმოსავლეთ აზიის კინო უცნობი იყო სანამ ევროპასა და ამერიკაში ზოგადად არ შემოვიდა მოდაში "იაპონური კინო", მეორე ტალღა პოპულარობის იყო 1990 -იან წლებში კორეული ტალღა ჰალიუ კერძპოდ სამხრეთ კორეული კულტურის მასიური გავრცელება და გავლენა მსოფლიოზე. ტერმინი ჰალიუ თავდაპირველად გაჟღერდა 1990 წელს ჩინეთში პაკისტანელი ჟურნალისტების მიერ მიერ, ისინი გაოცებულები იყვნენ კორეული კულტურის გავლენით და პოპულარობით ჩინეთში. კორეულმა ტალღამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა კორეას. გარდა ამისა 802-იან წლებში დასავლეთში საკმაოდ პოპულარულია კუნფუს ოსტატი ბრიუს ლი და მისი ფილმები ჰონკონგიდან.



იაპონური კინო


კინო როგორც ხელოვნება 19-ე საუკუნეში წარმოიშვა. 90-იან წლებში მოძრავი ნახატებიდან პატარა მოკლემეტრაჟიან ქრონიკებზე ხოლო შემდეგ მუნჯ კინოზე და სიჩუმის ერიდან იაპონია უკვე ხმოვან კინოზე გადადის.1908 წელს იქმნება პირველი კინოსტუდია.

იაპონური კინოც სხვა ქვეყნების კინემატოგრაფიის მსგავსად თეატრის ბაზაზე იქმნება, მრავალი წლების მანძილზე კინო იაპონური თეატრის "კაბუკის" გავლენას განიცდის. ხმოვანი კინოს შექმნამდე იაპონური კინოს განუყრელი ატრიბუტია "ბენსი" - ცოცხალი გახმოვანება. იაპონური კინოს ერთერთი ფუზემდებელი მაკინო სიოძო_ Makino Shōzō (1878-1929) იწყებს კინოს თეატრის გავლენისაგან გათავისუფლებას. ამ ეპოქის რეჟისორებიდან ნაღსანიშნავია : კოტანი, უსიხარა,სიმაძუ,ოძუ .

ეტაპობრივად იაპონურ კინოში ჩნდება რეალიზმი და ხმა, საკმაოდ ნაყოფიერი იყო 30-იანები როცა იაპონიაში დამკვიდრდა პროდუსინგის , წამყვანი რეჟისორებისა და მსახიობების კულტურა. ამ პერიოდში ყალიბდება იაპონური კინოს ის ნინდივიდუალური შტრიხი რაც დღემდე გამოარჩევს და თვითმყფადს ხდის მას: განსაკუთრებული სიღრმე , უსაზღვროდ ნაზი გრძნობები რომლებიც ამავდროულად უზომოდ სასტიკია.

ოქროს ხანად იაპონიის კინემატოგრაფიაში 50-60 იანი წლები ითვლება, ამ პერიოდს ასევე შესანიშნავი ექვსეულის ერას უწოდებენ როცა ექვსი მსხვილი კინოკომპანია აქტიურად მოღვაწეობს იაპონურ კინოინდუსტრიაში : Toho, Daiei, Shochiku, Nikkatsu, Toei და სინტოხო რომელიც 1961 წელს გაკოტრდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში დოკუმენტური ფილმების პიკია. ამ ჟანრში განსაკუთრებული კვალი დატოვა Kajiro Yamamoto-მ.50-იანების ბოლოს იაპონია პირველ ადგილზეა კინოწარმოებაში 504-ფილმით.
მნიშვნელოვანი მსოფლიო აღიარება იაპონურ კინოსოს მოუტანა აკირა კუროსავას ფილმებმა .

70-იანი წლები სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობისა და საერთო პროექტების ეტაპია იაპონურ კინოში.



--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Dec 22 2011, 08:36 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



80-90 იანი წლები თავისუფლად შეიძლება ცაითვალოს დამოუკიდებელი კინოს ეპოქად. ამ პერიოდში გაქირავების ბაზარზე დიდი ინტენსივობით შემოდის ამერიკული კინო რამაც გაზარდა კონკურენცია და ბიძგი მისცა მცირებიუჯეტიანი საავტორო კინოს შექმნას. ასპარეზზე გამოდიან ახალგაზრდა დამოუკიდებელი რეჯისორები: მორიკავა,ტაკედა,კოიამა, ცუკიმოტო და ა.შ.

ზოგადად იაპონური კინოსთვის დამახასიათებელია შინაარსობრივი და აუდიტორიის მიხედვით ჟანრობრივი დაყოფა, რაც მე პირადად ძალიან მომწონს.

Gendaigeki (ჯედაიგეკი) _ თანამედროვე იაპონური კინო

Jindaigeki (კინგეკი)_ ისტორიული, ტრადიციული იაპონური კინო.

გარდა ამისა არის სხვადასხვა სუბჟანრები:

Samurai cinema _ ასევე ცნობილია როგორც "ჩამბარა" - ხმა რომელსაც გამოსცემს ხმლები ერთმანეტთან შეჯახების დროს. მოიცავს ფილმებს სამურაებზე
Ninja _ ცნობილი იაპონური საბრძოლო ხელოვნება , მოიცავს შესაბამისი თემატიკის ფილმებს
Yakuza films _ იაკუზა იაპონური მაფიაა, შესაბამისად ეს სუბჟანრი მოიცავს იაკუძაზე ფილმებს.
Horror _ იყოფა ქვეჟანრებად J-Horror (მაგ. Ring) და Cult Horror (მაგ. Suicide Club) ზოგადად ამ ჯანრში საშინელებათა ფილმები ერთიანდება.
Kaiju _ ფილმები მონსტრებზე როგორიც არის მაგალითად გოძილა.
Pink films _ მელოდრამებითა და რომანტიული თემატიკიტ დაწყებული პორნოგრაფიით დასრულებული.
Seishun eiga _ ფილმები თინეიჯერებზე და მათ პრობლემებზე.
Shomingeki _ სოციალური თემატიკის ფილმები.
Anime _ იაპონური ანიმაცია.

ძალიან მრაბალფეროვანია ზოგადად იაპონური კულტურა შესაბამისად ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი კინოინდუსტრია აქვთ.


Kajiro Yamamoto , akira kurosava , Makino Shōzō


--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Dec 26 2011, 01:47 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



კორეა



კორეულ კინემატოგრაფიაზე ყოველთვის იგრძნობოდა ზოგადი სოციალური ფონის გავლენა. 1945-1953 წლები კოლონიზაციისა და კორეის ომის ეპიქა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი.

1954-1972 წლები ოქროს ხანად ითვლება,პრეზიდენტი ლი სინ მანი კინოწარმოების სტიმულირებას ფულადი პრემიების სახითაც ახდენდა. თუ 1956 წელს 20 ფილმი იქმნებოდა წელიწადში 1959 წლისათვის 100- მდე გაიზარდა.ცენზურას მხოლოდ პროკომუნიზმი ექვემდებარებოდა სხვა მხრივ რეჟისორები ტავისუფლები იყვნენ , ეძლეოდათ შესაძლებლობა გასულიყვნენ საერთაშორისო ფესტივალებზე, მოეწვიათ სპეციალისტები სხვა ქვეყნებიდან და აემაღლებინათ კვალიფიკაცია და გაეღრმავებინათ ცოდნა.

1960 წლის რევოლუციამ კი კიდევ უფრო მეტი ტავისუფლება მოუტანა კინოხელოვნებას. ამაღლდა ხარისხი, გაიზარდა ფილმების რაოდენობა და უფრო მრავალფეროვანი გახდა ჟანრობრივად. ამ პერიოდში იქმნება უამრავი მელოდრამა, კომედია, ტრილერი და საშინელებათა ფილმი , მაგრამ ძირითადად ჰოლივუდური სტანდარტით და იტალიური და ფრანგული კინოს გავლენით თუმცა უკვე 1950 წელს ახალგაზრდა რეჟისორები ეტაპობრივად ინდივიდუალიზმის შეტანას კორეულ კინოში.

1962 წელს იქმნება კანონი მხატვრული ფილმების შესახებ რომელმაც გარკვეული ბარიერები დააწესა უცხოური ფილმების კინოგაქირავების ბაზარზე მასიურად შემოტანაზე , რამაც სტიმული მისცა ნაციონალური კინოს გაძლიერებას. 1969 წლისათვის კორეაში ყოველქლიურად 230 ფილმი იქმნებოდა და 170 მილიონზე მეტი ბილეთი იყიდებოდა, ეს მონაცემები მხოლოდ 2005 წელს გაუმჯობესდა.

1972-1979 წლები ავტორიტარული მმართველობის ეპოქაა და ნაციონალური კინოს პერიოდს კრიზისისა და დაცემის პერიოდი ანაცვლებს. სამჯერ მცირდება კინოთეატრის მაყურებელთა რიცხვი , პოლიტიკური ფაქტორის გარდა ამაში ტავისი წვლილი ტელევიზიის განვითარებამაც შეიტანა. ხელისუფლებამ საზოგადოების ნდობის დაკარგვა არაორგანიზებულ კინოინდუსტრიას და ინვესტიციების სიმცირეს დაბრალა და გაუხსნა გზა უცხოური ფილმების მასიურ იმპორტს ქვეყანაში, ამ ყველაფერმა მოიტანა კრიზისი როდესაც ყველაზე ძვირფასი და იშვიათი ხდება ნიჭი და პროფესიონალიზმი. თუმცა ამ პერიოდში იქმნება საკმაოდ მაღალი მხატვრული ღირებულებების მქონე ნამუშევრები "woman of fire"-1971;Flame -1975 ; Rainy Days -1979; Three days of their reigh -1973 ; ლი ჩანგ ჰო-ს დებიუტი "The hometown of Stars " და ნაადრევად გარდაცვლილი ლი მან ჰი-ს უკანასკნელი ფილმი "Road to Sampo"

1980-1995 ამბოხისა და ახალი კორეული კინოს ჩამოყალიბების ეტაპია. რეჟისორები ამაოდ ითხოვენ თავისუფლებას.ჩნდებიან პირველი ამბოხებული რეჯისორები რომლებიც არღვევენ ცენზურას და კლიშეებს: ლი ჩანგ ჰო A fine Windy day (1980) და ჩონგ ინი Madame Aema (1982) ერთი ტავის ფილმში ტაბუ დადებულ პოლიტიკურ თემატიკას ეხმიანება ხოლო მეორეს შემოაქვს სექსი ფილმებში.ამ პერიოდში ჩნდებიან ახალი სახეები ახლებური იდეებიატა და შეხედულებეით და იქმნება ფილმები: Mandala (1981) Seopynje (1993) Chilsu and Mansu (1988) Black Republic (1990) To the Starry Island (1993) A single Spark (1995) ....

2000 წლიდან იწყება მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებები Chunhyang - პირველი კორეული ფილმი იყო მთავარ საკონკურსო პროგრამაში კანის კინოფესტივალზე და კიდევ ოთხი კორეული ფილმი კონკურს გარეშე იქნა ნაჩვენები. კიმ კი დუკის მხატვრული ფილმი "კუნძული" ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა ხოლო მისი მეორე ფილმი " მისამართი უცნობია" ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და საკმაოდ დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ჩან ვუკ პარკის ცნობილმა ნამუშევარმა ოლდბოიმ კი კანის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. კორეა რამოდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძელია კერძოდ: პუსანის საერთაშორისო კინოფესტივალი, ფანტასტიკური ჟანრის ფილმების საერტაშორისო კინოფესტივალი და სეულის ქალტა ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი.

დღესდღეობით ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 2000 წლიდან მიღწეულია შეთანხმება კულტურულ საკითხებთან დაკავშირებით. ამავე წელს სამხრეთ კორეაში ნაჩვენები იქნა ძველი კორეული ლეგენდის მიხედვით შექმნილი ჩრდილოეთ კორეული ფილმი პულგასარი , ფხენიანის პასუხმა 3 წლით დააგვიანა და 2003 წელს პირველად აჩვენეს სამხრეთ კორეული ფილმი დრამა "არირანი" - რომელიც ასახავდა კორეელი ხალხის ყოფას იაპონელთა კოლონიალური მმართველობის ეპოქაში. ამ ერთიანობის თემამ ზოგადად ბიძგი მისცა ამ თემის ირგვლივ ფილმების შექმნას. ერთერთი ესეთი იყო მაგალიტად ფილმი "სამხრეთელი ქალი და მამაკაცი ჩრდილოეთიდან"

ძალიან რთული გზა გაიარა განვითარების კინომ ჩრდილოეთ კორეაში.... ცენზურა ცენზურა და კიდევ ცენზურა.... ძვირად დაუჯდა კორეის სახალხი დემოკრატიული რესპუბლიკის მუშათა პარტიისადმი ნეგატიური დამოკიდებულების საკუტარ შემოქმედებაში ასახვა რეჟისორ Shin Sang-ok-ს , ის უბრალოდ გაიტაცეს. მოგვიანებით ფხენიანმა აღიარა კიდეც გატაცების ფაქტი. გაზეთი The Guardian- წერდა რომ რეჟისორი მოთავსებული იყო ციხეში სადაც მხოლოდ მცენარეულ საკვებს მარილს და ბრინჯს აძლევდნენ და ყოველ ჯერზე მისი იდეოლოგიური დამუსავება ხდებოდა.რეჟისორმა 4 წელი გაატარა ციხეში და საბოლოოდ 1983 წელს გაათავისუფლეს, გათავისუფლების შემდეგ მან გადაიღო 7 ფილმი საიდანაც ყველაზე ცნობილი გოძილას პოლიტიკურ კომუნისტური ვარიანტი მითოლოგიურ მონსტრზე შექმნილი ფილმი Pulgasari (პულგასარი) იყო რომელიც საზოგადოებამ რეჟისორის "შემოქმედებით გამარჯვებად" მონათლა. საბოლოოდ რეჟისორმა მოახერხა პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ოჯახით დატოვა ქვეყანა.

1994 წელს რესპუბლიკის მეთაურის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებაში მისი ვაჟი მოვიდა, არ ყოფილა რაიმე სერიოზული ცვლილებები თუმცა გარკვეული საკითხების გადახედვა მოხდა და ჩრდილოეთ კორეაში 1992 წლიდან სერიალები ჩნდება, შემოდის ჯანრობრივი მრავალფეროვნება, საფუძველი ეყრება საერთაშორისო თანამშრომლობას. 2000 წლიდან ზემოთხსენებული შეტანხმება სამხრეთ კორეასთან და ნელნელა ჩრდილოეთ კორეაშიც იწყებს განვიტარებას თანამედროვე კინო.


--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Jan 2 2012, 01:44 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



მხოლოდ ზოგადად აზიურ კინოზე პოსტებთან ერთად ალბათ უფრო საინტერესო იქნება ფილმებიც დავდო ხოლმე smile.gif ეგებ წაგიცდეთ ხელი რომელიმეს და დაგაინტერესოთ.



საკმაოდ საინტერესო კორეელი რეჟისორია ვენეციის, ბერლინის კანის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოს მფლობელი. მე პირადად შურისძიების ოსტატად ვთვლი smile.gif

The Vengeance Trilogy:

Sympathy for Mr. Vengeance (2002)





მძიმე ავადმყოფი დის გადასარჩენად რომელსაც თირკმლის გადანერგვა ესაჭიროება ყრუმუნჯი რიუ გადაწყვეტს ყოფილი უფროსის შვილი გაიტაცოს და გამოსასყიდი მოითხოვოს, მაგრამ ყველაფერი სისხლიან შურისძიებაში გადაიზრდება ....

გადმოსაწერი ლინკი:

http://www.gol.ge/index.php?cat=movies&...9&order=1.1

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3516405



Oldboy 2003

ფორუმზე უკვე ცნობილი ოლდბოი biggrin.gif ტრილოგიის მეორე ნაწილია. მთავარი როლის შემსრულებელი Min-sik Choi კი შურისძიებაზე ფილმების ლამის უკვე მტავარი ატრიბუტი biggrin.gif ამ კაცის გარეშე კარგი აზიური ფილმი შურისძიებაზე უკვე ვეღარ წარმომიდგენია თუმცა ეგეთებიც არსებობს smile.gif ჩემი საყვარელი დუეტია დუეტია ეს რეჟისორი და მსახიობი smile.gif





ოდესუ მზრუნველი მამა და მეუღლე სახლში შვილის დაბადების დღეზე მიიჩქარის მაგრამ მოულოდნელად იტაცებენ და მთელ 15 წელს ატარებს ტყვეობაში , თხუთმეტი წლის შემდეგ კი მას უშვებენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ გაარკვიოს მიზეზი.... თქვენ ალბათ ფიქრობთ რომ ეს 15 წელი იყო შურისძიება... არა შურისძიება იწყება მას შემდეგ რაც ოდესუ ტყვეობიდან თავს დააღწევს ....

ვაღიარებ ფილმის გენიალურობას როგორც სისასტიკის და შურისძიების თემაზე შექმნილ ერთერთ საუკეთესო ფილმს მაგრამ მის შედევრობას ვერასდროს ვაღიარებ. ცალკე თემაა ფილმის საუნტრეკები ... როცა უსმენ ამ ფილმის ოსტებს ისე რომ ფილმი არ გაქვს ნანახი ვერანაირად ვერ წარმოიდგენ რომ ეს მელოდია ისეთ ფილმში შეიძლება გაჟღერდეს როგორიც ოლდბოია smile.gif მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს უფრო სრულყოფილს ხდის ფილმს.

ჩაქუჩი sad.gif




გადმოსაწერი ლინკები:

http://www.gol.ge/index.php?cat=movies&...p;search=oldboy

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=127...a22qo3epjen8i3l

Sympathy for Lady Vengeance 2005





19 წლის კიმი ციხეში ბავშვის გატაცებისა და მკვლელობისთვის ხვდება. ის ციხეში გეგმავს შურისძიებას და ციხიდან გამოსული პოულობს კიდეც საშუალებას მის განსახორციელებლად. აი როგორ ეს ფილმში ნახეთ. მე ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი ესეთ ფინალს როცა დავიწყე ამ ფილმის ყურება . ალბათ ამიტომ მომწონს პარკის შურისძიება სხვებზე მეტად biggrin.gif

გადმოსაწერი ლინკები :
http://myhit.ge/index.php?FID=1&id=3883

http://www.simsim.ge/1simsim/view_post.php?id=7196






--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
GSM1800
პოსტი Jan 2 2012, 03:05 PM
პოსტი #11


ყელმოღერებული იუზერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,559
რეგისტრ.: 6-May 11
წევრი №: 2,790



სალი, რუტრეკერის ლინკებს მიეძალე რა ... მაქედან ვიწერ ხოლმე ყველაფერს biggrin.gif biggrin.gif


--------------------
არვემდური ამჩემბედს
მოვკვდები და ამჩემ###ს

თვითირონია რა ცხოველია გაგიგია? ©

შინაური უნდა გყავდეს ყველგან ... ©

ვანგრევ სტერეოტიპებს და ოჯახებს! ნუ დამიკავშირდებით, თავად მოგძებნით ©თეოფილე

http://www.youtube.com/watch?v=7XUIlFJ2mTs (+18)(კდემომეტრი)

you don't have gender :P
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Jan 2 2012, 08:27 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



სამივე ერთად: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2740477

1. http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3516405
2. http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3742962
3. http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1950951



--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Jan 3 2012, 01:37 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



პარკის კიდევ ერთი ძალიან კარგი ფილმი smile.gif

I'm a Cyborg, But That's OK





იან გუნი რომელსაც თავი კიბორგი ჰგონია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება. გოგონას სჟერა რომ ის კიბორგია და შეუძლია ესაუბროს ყველა ელექტრო მოწყობილობას არ ჭამს საკვებს და მისი კვების რაციონი მხოლოდ ელემენტებს მოიცავს რადგან კიბორგისთვის საჭირო ენერგია მიიღოს. გოგონა ამაოდ ცდილობს დაადგინოს მისია.... მიზანი რისთვისაც ის შექმნეს. ილ სუნიც მეტსახელად "ქურდი" განსაკუთრებულია ... მას სხვა ადამიანების პიროვნული შტრიხების მოპარვა შეუძლია... მაგალითად ისეთი თვისებების როგორიცაა ჭამის მადა, ზრდილობა და ა.შ ეს ორი განსაკუთრებული ადამიანი პოულობს ერთმანეთს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ..... დანარჩენი ფილმში smile.gif

გადმოსაწერი ლინკები:

http://www.gol.ge/index.php?cat=movies&...8&order=1.1

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1925901


--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Jan 3 2012, 02:21 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



Three Extremes





სამი რეჟისორის: Fruit Chan; Takashi Miike; Chan-wook Park სამი ნოველა: Dumplings; Box; Cut

საკმაოდ კარგი არტ ჰორორი. ზოგადად მიყვარს ესეთი ჰორორები პირდაპირ ტვინში რომ ურტყამს biggrin.gif კარგახანს არ ვუყურებდი რატომღაც მედო კომპში მაგრამ მას შემდეგ რაც Byung-hun Lee -ს ლამისაა და გავუმიჯნურდე მომინდა ნახვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და მეთქი აქამდე სად ვიყავი smile.gif

გადმოსაწერი ლინკები:

http://www.gol.ge/index.php?cat=movies&...3&order=1.1

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=69762


http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1395122





--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Jan 3 2012, 12:15 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



sad.gif არავის არ გაინტერესებთ?


--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
GSM1800
პოსტი Jan 3 2012, 12:58 PM
პოსტი #16


ყელმოღერებული იუზერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,559
რეგისტრ.: 6-May 11
წევრი №: 2,790



ციტატა(Sali...bali @ Jan 3 2012, 01:15 PM) *
sad.gif არავის არ გაინტერესებთ?

პროქსი დგას სამსახურში და არ მუშაობს ტორენტები smile.gif


--------------------
არვემდური ამჩემბედს
მოვკვდები და ამჩემ###ს

თვითირონია რა ცხოველია გაგიგია? ©

შინაური უნდა გყავდეს ყველგან ... ©

ვანგრევ სტერეოტიპებს და ოჯახებს! ნუ დამიკავშირდებით, თავად მოგძებნით ©თეოფილე

http://www.youtube.com/watch?v=7XUIlFJ2mTs (+18)(კდემომეტრი)

you don't have gender :P
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Jan 5 2012, 08:58 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



Memories of Murder
Salinui chueok
2003


რეჟისორი: Joon-ho Bong
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
როლებში: Kang-ho Song, Sang-kyung Kim, Roe-ha Kim






ბონგიც საკმაოდ საინტერესო რეჯისორია ჩემი აზრით მისი რამოდენიმე კარგი ფილმი აუცილებლად უნდა ვნახოთ smile.gif

1986 წელი სამხრეთ კორეა, ერთერთ პატარა დაბაში ზედიზედ ორი სასტიკი მკვლელობა ხდება, გარდაცვლილები ახალგაზრდა ქალები არიან რომლებიც სიკვდილის წინ სასტიკად აწამეს და გააუპატიურეს. ორი ადგილობრივ პოლიციის თანამშრომელს სეულიდან ჩამოსული ახალგაზრდა დეტექტივი უერთდება მალე აღმოაჩენენ რომ საქმე არა უბრალო დამთხვევასტან არამედ სერიულ მკვლელთან აქვთ. დანარჩენი ფილმში.

GიორGი შენ ხომ გიყვარს კრიმინალური დრამები biggrin.gif




--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Jan 10 2012, 01:08 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



The Good The Bad The Weird

2008







ამჯერად კორეული ვესტერნი biggrin.gif რეჯისორი Jee-woon Kim, როლებში: თუ წინა ფილმები რომელიმემ ნახეთ უკვე კარგად ნაცნობი სამეული Kang-ho Song, Byung-hun Lee, Woo-sung Jung. გადამალული განძი რომლის რუკის მოსაპოვებლად ლამის ნახევარი კორეა დასდევს ერთმანეთს biggrin.gif კარგ ექშენი სროლები ცხენებით სირბილი ტრიუკები კუნთების თამაში , ძალიან კარგი ტიპაჟები ერთი სიტყვით ვესტერნი თავისი ატრიბუტიკით smile.gif




--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post
GSM1800
პოსტი Jan 10 2012, 08:23 AM
პოსტი #19


ყელმოღერებული იუზერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,559
რეგისტრ.: 6-May 11
წევრი №: 2,790



ციტატა(Sali...bali @ Jan 10 2012, 02:08 AM) *
თუ წინა ფილმები რომელიმემ ნახეთ

buhehe.gif buhehe.gif buhehe.gif

რა ბოროტი ხარ შენაც biggrin.gif biggrin.gif



კარგი ფილმია ნამდვილად. ბავშვობაში მაქვს ნანახი და Kang-ho Song-ის პერსონაჟზე ვიხალისე ძაან. საოცარი მიმიკები და მიხვრა-მოხვრა აქვს biggrin.gif მართლა weird biggrin.gif


--------------------
არვემდური ამჩემბედს
მოვკვდები და ამჩემ###ს

თვითირონია რა ცხოველია გაგიგია? ©

შინაური უნდა გყავდეს ყველგან ... ©

ვანგრევ სტერეოტიპებს და ოჯახებს! ნუ დამიკავშირდებით, თავად მოგძებნით ©თეოფილე

http://www.youtube.com/watch?v=7XUIlFJ2mTs (+18)(კდემომეტრი)

you don't have gender :P
Go to the top of the page
+Quote Post
Sali...bali
პოსტი Jan 10 2012, 11:49 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,547
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი №: 2,618



GSM1800 სამივე ტიპაჟი მაგარია biggrin.gif ნუ მე რათქმაუნდა ცუდი ტიპი (თან ჩემი ლითამაშობს) მომწონს biggrin.gif biggrin.gif ერთადერთი ფაცეპალმ პრიჩოსკა ვერ მოვინელე დღმდე მაგრამ პრინიპში პერსონაჟს კი უხდება biggrin.gif ის სცენა მეუასება ბოლოში სამივე რომ დგანან biggrin.gif და უდაბნოს სცენა biggrin.gif the good იცანი ?



--------------------
Born stupid?....Try again.....
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V   1 2 3 >
პასუხის დამატება ახალი თემა
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th October 2014 - 11:28 AM
Copyright © . Designed by DesignClub.ge DesignClub