IPB
X   საიტის შეტყობინება
(შეტყობინება ავტომატურად დაიხურება 2 წამში)

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


2 გვერდი V   1 2 >  
პასუხის დამატება ახალი თემა
გურამ დოჩანაშვილი, " დედამიწას სიყვარული ატრიალებს "
tamo
პოსტი Apr 15 2010, 07:03 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31



ჩემი უსაყვარლესი მწერალი, ქართული თანამედროვე პროზის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
თავფარევნელი ჭაბული, თანამგზავრი, იგი სიყვარულისათვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი, მთვარიანი ღამე მთის გადაღმა, ჩვენს ეზოში წვიმა მოდის, მუსიკოსი, ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე, ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა , სამოსელი პირველი , ეს არასრული ჩამონათვალია მისი შემოქმედებისა. განსხვავებულინ აზროვნების და ხედვის შემოქმედი რაც მის ნაწარმოებში აისახება.


--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post
tamo
პოსტი Apr 15 2010, 07:03 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31





--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post
apachi
პოსტი Apr 15 2010, 07:58 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: GlobalMod
პოსტები: 4,007
რეგისტრ.: 26-March 10
წევრი №: 8



ძალიან მაგარი კაცია ძალიან სათნო და საყვარელი


--------------------
- იანგულ რატომ არ მიდიხარ? კი მაგრამ გულზე ელადოსი რომ გაწერია?
- ეჰ მე აქ დავიბადე...
© ნოდარ დუმბაძე
Go to the top of the page
+Quote Post
tamo
პოსტი Apr 15 2010, 11:44 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31



პრეზიდენტი რომ მივიდა მასთან სახლში სტუმრად, თუ არ ვცდები იუბილე ჰქონდა და როგორო შემართებით ლაპარაკობდა, რაღაც სხვა მუხტი მოდიოდა მისგან და ასევეა მის შემოქმედებაშიც. ცოცხალი ლეგენდაა რა..
კეჟერაძეები რომ წავიკითხე რაღაცნაირად სხვა სამყაროში ხვდები თითქოს.


--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post
tamo
პოსტი Apr 16 2010, 01:30 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31






გურამ დოჩანაშვილი.


--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post
lika
პოსტი Apr 29 2010, 06:17 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-April 10
წევრი №: 283



მიყვარს დოჩანაშვილი
Go to the top of the page
+Quote Post
tamo
პოსტი May 5 2010, 07:37 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31



ბ ი ო გ რ ა ფ ი ა


გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მამა - პეტრე დოჩანაშვილი(ექიმი), დედა - გულნარა ემხვარი (დიასახლისი). მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია - მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა - სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია - ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.
1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ საქართველოს ერთგული და ღირსეული შვილები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს დაატყდათ „სუკ“-ის რისხვა სამშობლოს უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულის გამო. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.
1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი(ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს. მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, - ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.


შემოქმედება
რ ო მ ა ნ ე ბ ი
სამოსელი პირველი

ისედაც დასავლეთელები ომარა და გივია და პლანეტა ჰოლივუდი

მ ო თ ხ რ ო ბ ე ბ ი
კ ე ჟ ე რ ა ძ ე ე ბ ი
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა
ერთი რამის სიყვარულით, დაფარვა რომ სჭირდება
იგი სიყვარულისათვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი
ცალ-ცალკე და ერთად
ჩვენს ეზოში წვიმა მოდის
თანამგზავრი
ნაბიჯი
ბაქანი
მუსიკოსი
რასაც სხვა ვერ იზამდა
მხოლოდ ერთი კაცი
ჩვეული ბედნიერებანი
ვატერ (პო)
თავფარავნელი ჭაბუკი
ორნი აქა-იქ
განმსდგომი შუაკაცი
იქამდე
მთის გადაღმა
ყველაზე კარგი პაპა
მთვარიანი ღამე
აჩხოტელების ბატონი
აღმართი
მხიარული ბორცვი
ძნელი
იოჰან სებასტიან ბახი
პირველი კონცერტი
მიხეილი და ალექსანდრე
მიწა და ვანო და წიფელი, ხე



--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post
tikancho
პოსტი May 5 2010, 07:57 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 268
რეგისტრ.: 22-April 10
წევრი №: 263



cool.gif cool.gif cool.gif cool.gif cool.gif


--------------------
я так думаю
Go to the top of the page
+Quote Post
L-E-O-N-I
პოსტი May 5 2010, 09:19 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: GlobalMod
პოსტები: 1,546
რეგისტრ.: 26-March 10
წევრი №: 10



"ხორუმი ქართული ცეკვაა" - გენიალური პიესაა. მე მგონი არც ერთ მწერალს არ აქვს ეგრე ასახული ქართული ხასიათი. სპექტაკკლიც ძაან მაგარია...
ძაან მაგარი ხასიათები და იუმორია "ჩემი ტერეზა, ჩემი ბუჭუტა"...


--------------------
www.fotouniversum.blogspot.com - ჩემი ფოტობლოგი
Go to the top of the page
+Quote Post
tamo
პოსტი May 5 2010, 09:30 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31



ციტატა(L-E-O-N-I @ May 5 2010, 10:19 PM) *
"ხორუმი ქართული ცეკვაა" - გენიალური პიესაა. მე მგონი არც ერთ მწერალს არ აქვს ეგრე ასახული ქართული ხასიათი. სპექტაკკლიც ძაან მაგარია...
ძაან მაგარი ხასიათები და იუმორია "ჩემი ტერეზა, ჩემი ბუჭუტა"...



--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post
elLiZabeTh
პოსტი Jun 19 2010, 08:35 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი №: 888



ცოცხალი ლეგენდა ! კაცი, რომელიც ისეთი უბრალოა როგორც ადამიანი და ისეთი რთული და დიდადი რგორც მწერალი ... მიყვარს უსაზღვროდ და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მისით ტკბობა wub.gif
Go to the top of the page
+Quote Post
Domeniko
პოსტი Jun 20 2010, 11:18 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Moder
პოსტები: 735
რეგისტრ.: 14-June 10
მდებარეობა: .
წევრი №: 875



კარგად დამიგდე ყური. იმ ღამით ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი, რაღაცნაირად, ღრმა და მაღალი ფიქრი იყო; განთიადისას, ერთ რამეს მივხვდი!
– რას...
– რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.
მთლად გაიტრუნა წყვდიადში მგზავრი.
– ასე რომ არა, დაიქცეოდა, – მკაფიოდ გაისმოდა ბნელში,– ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ–ზოგებისადმი სიყვარული რომ არა...
Go to the top of the page
+Quote Post
tamo
პოსტი Aug 21 2010, 11:19 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31







მოკლე ბიოგრაფიული დოსიე ...


--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post
NaT
პოსტი Aug 21 2010, 11:22 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 929
რეგისტრ.: 10-May 10
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 366



ციტატა(Domeniko @ 20th June 2010 - 11:18 AM) *
კარგად დამიგდე ყური. იმ ღამით ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი, რაღაცნაირად, ღრმა და მაღალი ფიქრი იყო; განთიადისას, ერთ რამეს მივხვდი!
– რას...
– რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.
მთლად გაიტრუნა წყვდიადში მგზავრი.
– ასე რომ არა, დაიქცეოდა, – მკაფიოდ გაისმოდა ბნელში,– ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ–ზოგებისადმი სიყვარული რომ არა...


+1
Go to the top of the page
+Quote Post
Domeniko
პოსტი Aug 21 2010, 11:25 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Moder
პოსტები: 735
რეგისტრ.: 14-June 10
მდებარეობა: .
წევრი №: 875



სიკვდილი რომ არ იყოს - აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით... ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს . . .”
Go to the top of the page
+Quote Post
Domeniko
პოსტი Aug 21 2010, 11:26 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Moder
პოსტები: 735
რეგისტრ.: 14-June 10
მდებარეობა: .
წევრი №: 875



შეყინულღიმილიანდა
Go to the top of the page
+Quote Post
tamo
პოსტი Aug 21 2010, 11:29 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31



ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს......... smile.gif))


--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post
Domeniko
პოსტი Aug 21 2010, 11:33 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Moder
პოსტები: 735
რეგისტრ.: 14-June 10
მდებარეობა: .
წევრი №: 875



ზეზუხბაია, შენ, ვერასოდეს ვერ შეგიყვარებ, რადგან რაღაცნაირად... როგორ აგიხსანა?! რაღაცნაირად, სხვანაირი ხარ – ამდენი ხანია, ერთად დავიარებით და გაღიმებული არ მინახიხარ, ტირილიც არ შეგიძლია, გულით რომ ვერასოდეს გაიცინებ და, საერთოდ, ვერაფერს გააკეთებ გულით...
Go to the top of the page
+Quote Post
tamo
პოსტი Aug 21 2010, 11:40 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31





წიგნი სამოსელი პირველი



მისი სამუშაო მაგიდა..



პრემიერის შემდეგ "ორნი აქა"...



--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post
Domeniko
პოსტი Aug 21 2010, 11:42 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Moder
პოსტები: 735
რეგისტრ.: 14-June 10
მდებარეობა: .
წევრი №: 875



საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. გვხვდება დაბლობებიც. წარმოიდგინეთ, მიკრო-უდაბნოც კი მოიძევება. მოჰყავთ ვაზი, ჩაი, ციტრუსები, კომბოსტო. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ქართველებია. ეროვნულ ტანსაცმელს აღარ ატარებენ. როგორც ყოველგან, წყაროს წყალი აქაც სჯობს ონკანისას. მოსახლეობა უმეტესწილად ქალაქად, ხუთ-რვა-ცხრა-თოთხმეტ-თექვსმეტსართულიან სახლებში ცხოვრობს. და ხანდახან სოფელი ენატრებათ. ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი, როგორც წესი, უბოროტოა და ერთგვარი ცნობისწადილის აღმძვრელი, თუმცა გამონაკლისი, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც დასაშვებია. მაგრამ არც ერთი ძმა კეჟერაძე ბოროტი ნამდვილად არ იყო. და თავ-თავიანთი მიდრეკილება ჰქონდათ.

ღმერთო, კეთილად გეტარებინოს სამთავე საქართველოს ძნელ, მიმოხვეულ გზებზე...
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
პასუხის დამატება ახალი თემა
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th September 2014 - 02:47 PM
Copyright © . Designed by DesignClub.ge DesignClub