IPB
X   საიტის შეტყობინება
(შეტყობინება ავტომატურად დაიხურება 2 წამში)

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
პასუხის დამატება ახალი თემა
ნოე ჟორდანია
tamo
პოსტი Apr 24 2010, 01:47 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 9,394
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 31




ნოე ჟორდანია

ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია დაიბადა 1868 წლის 2 იანვარს ლანჩხუთში.
თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ 1891 წელს გაემგზავრა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. სწორედ აქ გაეცნო ის მარქსიზმის იდეებს.პოლიტიკური მოღვაწეობა ნოე ჟორდანიამ დაიწყო 90-იან წლებში. პირველად პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა მაშინ, როცა ავადმყოფობის (ფილტვების ანთება) გამო ერთი წლით სამშობლოში იყო დაბრუნებული. იგი აღმოჩნდა მარქსისტთა I შეკრებაზე ყვირილაში, ეგნატე ნინოშვილის სახლში.
საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებულმა ნიკოლოზ ჩხეიძესთან და გიორგი წერეთელთან ერთად დააარსა პირველი სოციალისტური პარტია საქართველოში ”მესამე დასი”. მეთაურობდა მის ოპორტუნისტულ ფრთას. ჟორდანია აღიარებდა ბურჟუაზიულ და მუშათა კლასის ეკონომიკურ წინააღმდეგობებს, მაგრამ არ ცნობდა პროლეტარიატულ რევოლუციისა და პროლეტარიატული დიქტატურის აუცილებლობას. ”საქართველოს თავისუფლების ლიგაში” მოღვაწეობის გამო ჟორდანიას ელოდა გასამართლება, რასაც თავი 1893-1897 წლებში საზღვარგარეთ გაქცევით დააღწია.
წელს რევოლუციის დროს რუსეთის სოციალ-დემოკრატებს შორის ტაქტიკური უთანხმოებისას ჟორდანია შეიარაღებული აჯანყებისა და რევოლუციური მთავრობის შექმნის წინააღმდეგ გამოდიოდა და პარლამენტს პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ ფორმად მიიჩნევდა. 1906 წელს ის თბილისის საარჩევნო ოლქიდან აირჩიეს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს (დუმა) წევრად. დუმაში ჟორდანია სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე გახდა.ჟორდანია „კულტურულ-ეროვნული ავტონომიის“ შექმნის იდეას უჭერდა მხარს და მასში ხედავდა ეროვნული საკითხის გადაჭრის გზას. არ ცნობდა ერთა თვითგამორკვევისა და ეროვნული სახელმწიფოს შექმნის უფლებას. უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ამ მოძრაობის მეთაურებისა და საქართველოს ისტორიის წარსულის მიმართ. მას მიეწერება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ ნათქვამი ფრაზა: ”როცა ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივა”. I მსოფლიო ომის დროს გიორგი პლეხანოვთან ერთად „ობორონცულ“ პოზიციებზე იდგა, ანუ მხარს უჭერდა ომს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჟორდანია თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. იგი იყო კავკასიის მუშათა დეპუტატების საბჭოების სამხედრო ცენტრის თავმჯდომარე. ამ პერიოდში მკვეთრად ილაშქრებდა ბოლშევისტური ტენდენციების წინააღმდეგ. 1917 წლის სექტემბერში გაემგზავრა მოსკოვში, რათა დაეცვა მენშევიკების პოზიციები რუსეთის პარლამენტში, მაგრამ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იმედგაცრუებული დაბრუნდა თბილისში.ჟორდანიამ, უარყოფითად აფასებდა რა ოქტომბრის რევოლუციას, დაიწყო ნაციონალიზმისკენ გადახრა. 1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე მოითხოვა საქართველოს სრული სუვერენიტეტი, ასევე მხარს უჭერდა ამიერკავკასიის ფედერაციის ჩამოყალიბებას. 9 დეკემბრიდან მეთაურობდა საქართველოს დამფუძნებელ კრებას. 1918 წლის 9 აპრილს გამოაცხადა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
1918 წელს ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა საქართველოს რესპუბლიკის დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. იმავე წლის 26 მაისს მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
24 ივლისიდან გახდა საქართველოს დროებითი მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად. 1918-1921 წლებში იყო დემოკრატიული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე. გაატარა აგრარული რეფორმა, მიიღო ვრცელი კანონმდებლობა, შემოიღო 8 საათიანი სამუშაო დღე, ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკურ და სეპარატისტულ ტენდენციებს. ცდილობდა, მიეღწია საქართველოს საერთაშორისო აღიარებისთვის.
1921 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდეგ ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ თავი შეაფარეს ჯერ ქუთაისს, ხოლო შემდეგ ბათუმს. იმავე წლის 18 მარტს ჟორდანია და მთავრობის სხვა წევრები წავიდნენ საფრანგეტში პოლიტკურ ემიგრაციაში.
თავდაპირველად ჟორდანია ცხოვრობდა პარიზში, ხოლო შემდეგ ლევილში, საიდანაც მონაწილეობდა საქართველოში 1924 წლის ამბოხების მომზადებაში.
ნოეჟორდანია გარდაიცვალა 85 წლის ასაკში, 1953 წ 11 იანვარს დაკრძალულია საფრანგეთში ,ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
საფლავზე არის წარწერა:
ნოე ჟორდანია
`1868-1953`


ლევილის ქართველთა სასაფლაო.
ნოე ჟორდანიას საფლავი.


--------------------
http://www.youtube.com/watch?v=C8cK5vCLI9s

ყველაფერი კარგად იქნება :)

Be Happy :)
Go to the top of the page
+Quote Post
apachi
პოსტი Apr 24 2010, 09:22 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: GlobalMod
პოსტები: 4,007
რეგისტრ.: 26-March 10
წევრი №: 8



tamo
ამ კაცს რო გაეკეთებინა რაც ახა კეთდება იფფ რა ქვეყანა ვიქნებოდით დღეეს

ძალიან სუსტი აღმოჩნდა


--------------------
- იანგულ რატომ არ მიდიხარ? კი მაგრამ გულზე ელადოსი რომ გაწერია?
- ეჰ მე აქ დავიბადე...
© ნოდარ დუმბაძე
Go to the top of the page
+Quote Post
sheni-chirime
პოსტი Apr 24 2010, 11:43 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი №: 42



ილიას ერთ ერთი მკვლელი, საქართველოს დამღუპველი (სოჭის და ტრაბზონის ოლქების გაცემა მაგის ბრალია, პილიპე მახარაძესთან და ნოე რამიშვილთან ერთად) და უხერხემლო ადამიანი, აი ეს არის ნოე ჟორდანია და მთელი მისი სოციალ დემოკრატებიის ხროვა
Go to the top of the page
+Quote Post
Domeniko
პოსტი Jun 20 2010, 11:26 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Moder
პოსტები: 735
რეგისტრ.: 14-June 10
მდებარეობა: .
წევრი №: 875



ის ლექსი ხო არ იცით ვინმემ , ნოე ჯორდანიას საფლავზე აწერია, შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ალბათ იმიტომ დაპატარავდი... თუ იცით ვინმემ ბოლომდე დაწერეთ რაა
Go to the top of the page
+Quote Post

პასუხის დამატება ახალი თემა
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th November 2014 - 09:04 AM
Copyright © . Designed by DesignClub.ge DesignClub