IPB
X   საიტის შეტყობინება
(შეტყობინება ავტომატურად დაიხურება 2 წამში)

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


5 გვერდი V  « < 3 4 5  
პასუხის დამატება ახალი თემა
სამუშაო ადგილები, დავსაქმდები/დავასაქმებდი
xatixati22
პოსტი Jan 14 2011, 05:18 PM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 1,564
რეგისტრ.: 3-May 10
მდებარეობა: ;-)
წევრი №: 333



კომპანიის სახელი: კრედო


თანამდებობა: სესხის ოფიცერი/პრაქტიკანტი ქუთაისში
განთავსებული: 10 იან. 2011 / ბოლო ვადა: 24 იან. 2011

მდებარეობა: ქუთაისი
კატეგორია: სტაჟირება

აღწერა:

დამსაქმებელი: შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”
თანამდებობა: სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი
სამუშაოს კოდი: LLC-MFO-CREDO-LOI-KUT
სამუშაო ადგილი: ქუთაისი

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 9 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ ვთავაზობთ:

პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
კრედოს სესხის ოფიცრს ევალება კლიენტების მოზიდვა; სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება; საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა; საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; გადავადებული გადახდების დასრულება და ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, ბოლო კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ეკონომიური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ კრედოში დასაქმების შესაძლებლობა.

თანამდებობის მიზანი:

პრაქტიკანტმა დახმარება უნდა გაუწიოს ფილიალის სესხის ოფიცერს ყოველდღიურ ოპერაციებში (კლიენტის მოზიდვა, სესხის ანალიზი, სესხის გაცემა, ვადაგადაცილებების მენეჯმენტი).
პრაქტიკანტი მიიღებს სესხის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.
აუცილებელი მოთხოვნებია:

უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
MS Office-ის ცოდნა;
სასურველია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
სამუშაო გრაფიკი:

პრაქტიკის ხანგრძლივობაა 2 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე, საჭიროებისა და პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს სრული განაკვეთით.
ანაზღაურება: პრაქტიკანტი ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების დასაფარავად.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 24 იანვარი

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.


Go to the top of the page
+Quote Post
xatixati22
პოსტი Jan 14 2011, 05:21 PM
პოსტი #82


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 1,564
რეგისტრ.: 3-May 10
მდებარეობა: ;-)
წევრი №: 333



კომპანიის სახელი: კომპანია

საკონტაქტო მეილი: hr.new.vacancy@gmail.com

თანამდებობა: სუპერვაიზერი ქუთაისში
განთავსებული: 21 დეკ. 2010 / ბოლო ვადა: 15 იან. 2011

მდებარეობა: ქუთაისი
კატეგორია: დისტრიბუცია/ვაჭრობა

აღწერა:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე ქუთაისის რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები:

სავაჭრო ობიექტების გაყიდვების ანალიზი, რეპორტინგი;
ნაშთების კონტროლი;
სავაჭრო ობიექტებზე ტექნიკური პრობლემების მოგვარება;
გარეგნული იერსახის კონტროლი;
დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს კონტროლი, კოორდინაცია;
მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება;
უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მენეჯმენტის ან მარკეტინგის განხრით;
დეტალებზე ორიენტირებული;
დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი:
შედეგზე ორიენტირებული;
მართვის გამოცდილება;
გუნდური მუშაობის უნარი;
საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
სქესი: მამრობითი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr.new.vacancy@gmail.com არაუგვიანეს 2011 წლის 15 იანვრისა. წერილის სათაურში /Subject/ მიუთითეთ პოზიციის დასახელება “სუპერვაიზერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


Go to the top of the page
+Quote Post
xatixati22
პოსტი Jan 20 2011, 08:56 PM
პოსტი #83


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 1,564
რეგისტრ.: 3-May 10
მდებარეობა: ;-)
წევრი №: 333



კომპანიის სახელი: ბი სი ჯი ფორექსი

საკონტაქტო ტელეფონი:
საკონტაქტო მეილი: (+995 32)143352 begin_of_the_skype_highlighting (+995 32)143352 end_of_the_skype_highlighting
info@bcgforex.com

თანამდებობა: ტრეიდერი ფორექსის ბირჟაზე თბილისსა და ქუთაისში
განთავსებული: 20 იან. 2011 / ბოლო ვადა: 20 თებ. 2011

მდებარეობა: სხვა
კატეგორია: ფინანსები

აღწერა:

BCG Forex ამზადებს ყველა მსურველს ფორექსის სავალუტო ბაზარზე სამუშაოდ.

ჩვენს შესახებ:
Forex არის საერთაშორისო სავალუტო ბაზარი სადაც ხდება ერთი ქვეყნის ვალუტის გაცვლა მეორე ქვეყნის ვალუტაზე. მისი დღიური ბრუნვა შეადგენს 2.0-4.0 ტრილიონ აშშ დოლარს.
Forex გაძლევთ უნიკალურ საშუალებას იმუშაოთ გლობალურ ბირჟაზე სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად თქვენი პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით.

სასწავლო პროგრამა:
კურსები შედგება 10 თეორიული ლექციისგან და პარალელურად სავარჯიშო ანგარიშზე პრაქტიკული მეცადინეობებისგან. სწავლების პროგრამაა:

1. ფორექსის ზოგადი მიმოხილვა:

მსოფლიოში არსებული ბირჟების მიმოხილვა;
მარჟჯირებული ვაჭრობის და საკრედიტო მუხლის უპირატესობები;
სავალუტო კურსების სახეობები, კვოტირება და მათი ურთიერთდამოკიდებულება;
2. პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლა - პლატფორმა Meta Trader 4
3. ფორექსზე პრაქტიკული მუშაობა და ბაზრის ანალიზი:


ფუნდამენტალური ანალიზი და გლობალური ეკონომიკის ზემოქმედება;
ტექნიკური ანალიზი და ინდიკატორების მოქმედების წესები;
ვაჭრობის ფსიქოლოგია;
ფინანსების მენეჯმენტი;
რისკების მენეჯმენტი;
კონტაქტი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 10 საათიდან 18 საათამდე ტელეფონზე (+995 32)143352 begin_of_the_skype_highlighting (+995 32)143352 end_of_the_skype_highlighting; (+995 90)690690 begin_of_the_skype_highlighting (+995 90)690690 end_of_the_skype_highlighting ან გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: info@bcgforex.com
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის 33.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.bcgforex.com

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია დაასაქმოს ქართველი მომხმარებელი საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე.
ჩამოაყალიბოს საქართველოში არსებული ტრეიდერედის კლუბი და მიაწოდოს მათ სამუშაოსთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია, შესთავაზოს გამოცდილ ტრეიდერებს ვაჭრობის უნიკალური პირობები და სპეციალური წინადადებები.
ჩამოაყალიბოს ფორექსით დაინტერესებული პირების საზოგადოება და გააცნოს მათ ფორექსზე მუშაობის პირობები და პრინციპები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სასურველია მაგრამ არა აუცილებელი ეკონომიური განათლება;
ინტერესი საერთაშორიო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის სფეროსადმი;
კომპიუტერის და ინტერნეტში მუშაობის უნარი;

კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული, და მზად იყოს აითვისოს მუშაობისთვის აუცილებელი და საჭორო თანამედროვე ტექნოლოგიები და უნარ-ჩვევები.
სავალუტო ბირჟაზე კანდიდატის ასაკს და გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება;

Go to the top of the page
+Quote Post
xatixati22
პოსტი Jan 20 2011, 09:24 PM
პოსტი #84


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 1,564
რეგისტრ.: 3-May 10
მდებარეობა: ;-)
წევრი №: 333



აქ რომ არსებული კადრი დააწინაურონ და გადაამხადონ უმჯობესი იქნებოდა.
კომპანიის სახელი: საქართველოს ბანკი

საკონტაქტო მეილი: regionjob@bog.ge

თანამდებობა: ლომბარდ-ცენტრის მენეჯერი ქუთაისში
განთავსებული: 20 იან. 2011 / ბოლო ვადა: 02 თებ. 2011

მდებარეობა: ქუთაისი

კატეგორია: საბანკო
ბმული: ჩამოტვირთვა



აღწერა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისში ლომბარდ-ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი
ძვირფასი ქვებისა და ლითონების შეფასება;
გირაოს შეფასება და სესხის გაცემა;
გირაოს ნივთების მსესხებლისათვის დაბრუნება;
მიმღებ-შემფასებლების მიერ ლიმიტს ზევით გაცემული სესხების პროგრამული დამოწმება;
სესხის გაცემის დოკუმენტური პაკეტის დამოწმება ხელმოწერითა და შტამპით;
სათავო ბანკში ფასეულობის გაგზავნა/ფასეულობის გამოძახება.
სალომბარდო დოკუმენტაციის ადმინისტრირება და სხვა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება: უმაღლესი: სასურველია ეკონომიკური/ტექნიკური, სასურველია ძვირფას ლითონებთან და ქვებთან მუშაობის საკვალიფიკაციო სერთიფიკატი;
სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ბანკში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:

ზოგადი მენეჯმენტი;
მომხმარებლების მომსახურების უნარ_ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა ( Excel, Word, Project, Power Point, Outlook, Internet Explorer);
ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
გაყიდვების წარმოების უნარი;
კარგად განვითარებული მართვის და ლიდერული უნარები, პერსონალის მოტივაციის უნარი;
პროფესიული მიმოწერის წარმოების და ანგარიშგების უნარები;
სამუშაო ამოცანების გადანაწილების და მათი შესრულების კონროლის უნარი;
დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
ინიციატივა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, გუნდური მუშაობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი, ემოციური წონასწორობა, კომუნიკაბელურობ
ა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და ფოტოსურათი ან საქართველოს ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: regionjob@bog.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება).

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2 თებერვალი, 2011 წელი.

Go to the top of the page
+Quote Post
xatixati22
პოსტი Feb 2 2011, 05:38 PM
პოსტი #85


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 1,564
რეგისტრ.: 3-May 10
მდებარეობა: ;-)
წევრი №: 333



კომპანიის სახელი: ქაუნსელ.ჯი
ეს ემ ჯგუფის რესტორნების ქსელია.
მიირზაანის შემდეგ ესენიც შემოდიან სავარაუდოდ ქუთაისის ბაზარზე.
საკონტაქტო მეილი: rectuitment@counsel.ge

თანამდებობა: სასადილოს მენეჯერი ქუთაისში
განთავსებული: 02 თებ. 2011 / ბოლო ვადა: 15 თებ. 2011

მდებარეობა: ქუთაისი
კატეგორია: რესტორანი/საზ. კვება/სასმელები

აღწერა:

კომპანია “ქაუნსელ.ჯი” აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის სამხედრო ბაზაზე სასადილოს მენეჯერის პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განთლება ეკონომიკური და/ან სხვა ტექნიკურ დარგში;
საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
მმართველ/მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
აუცილებელი უნარ ჩვევები:

ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ენერგიული;
დაგეგმვის უნარი
დისციპლინირებული და ორგანიზებული
გუნდური მუშაობის უნარი
კომუნიკაბელური
სამუშაო მოვალეობები:

თანამშრომლების დასწრების კონტროლი და შესაბამისი ტაბელის წარმოება
სასადილოში ჰიგიენურ/სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი
სასადილოს პერსონალის სამედიცინო შემოწმების კოორდინაცია
საჭიროების შემთხვევაში, დაქვემდებარებული თანამშრომლის დაჯარიმების/პრემირების ინიცირება და უშუაულო უფროსთან შეთანხმება
კადრის დამატების საჭიროების იდენტიფიკაცია, უშუალო უფროსთან შეთანხმება და შემდგომი რეაგირება
მიღებული სამწყობრო ბარათის და მოწოდებული მენიუს საფუძველზე, შესაკვეთი პროდუქტის სახეობის, რაოდენობის განსაზღვრა და შეკვეთის მომზადება
მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტის გამოსავლიანობის, შრობის, სამეურნეო-ქიმიური საშუალებების მოძრაობის, მზა კერძის ელექტრონული აღრიცხვის ფორმის შევსება და სათავო ოფისში გაგზავნა
შენიშვნა: კანდიდატი უნდა იყოს ქუთაისის მკვიდრი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rectuitment@counsel.ge არაუგვიანეს 2011 წლის 15 თებერვლისა;


Go to the top of the page
+Quote Post
xatixati22
პოსტი Feb 11 2011, 05:02 PM
პოსტი #86


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 1,564
რეგისტრ.: 3-May 10
მდებარეობა: ;-)
წევრი №: 333



ამათ რით ვერ აიყვანეს ნორმალური მენეჯერი ყოველ თვეში რომ ვაკანსია აქვთ.

კომპანიის სახელი: აიეტის სასახლე

საკონტაქტო ტელეფონი:
საკონტაქტო მეილი: 899 515 676
info@aeetes-hotel.com

თანამდებობა: სასტუმროს მენეჯერი ქუთაისში
განთავსებული: 11 თებ. 2011 / ბოლო ვადა: 11 მარ. 2011

მდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ადმინისტრაცია
ბმული: ჩამოტვირთვა



აღწერა:

სასტუმრო ,,აიეტის სასახლე’’ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში;

მოთხოვნები:

უნდა ჰქონდეს მართვის გამოცდილება.
ძირითადი აქცენტი უნდა გააკეთოს მარკეტინგზე.
უცხო ენის ცოდნა და დასავლეთში გავლილი კურსები არ არის გადამწყვეტი
;
პროფესიონალური უნარ-ჩვევები.
გთხოვთ შეავსოთ მითითებული CV-ის ფორმა და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: info@aeetes-hotel.com ; ძალიან გთხოვთ CV-ში არ ჩაწეროთ ტრეინინგებისა და სემინარებში მონაწილეობის გაურკვეველი მონაცემების კასკადი. ინფორმაცია უნდა იყოს მოკლე და კონკრეტული. სამუშაო გამოცდილება უნდა იყოს დათარიღებული.



ფაქტია რომ ძალიან ცუდი სივები შEვიდა თორე ასეთი პრიმიტიული მოთხოვნები წესით არ უნდა ოქნდეთ.
Go to the top of the page
+Quote Post
xatixati22
პოსტი Feb 14 2011, 10:54 PM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Moder
პოსტები: 1,564
რეგისტრ.: 3-May 10
მდებარეობა: ;-)
წევრი №: 333



საკონტაქტო ტელეფონი:
საკონტაქტო მეილი: (+995 93)602563
Ninochk_a@yahoo.com

თანამდებობა: სამართლის 3 თვიანი სასწავლო კურსი ქუთაისში
განთავსებული: 14 თებ. 2011 / ბოლო ვადა: 25 თებ. 2011
მდებარეობა: ქუთაისი
კატეგორია: ტრენინგი

აღწერა:
იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალთან თანამშრომლობით იწვევს დაინტერესებულ პირებს 2011 წლის 1 მარტიდან 3 თვიან სასწავლო კურსის გასავლელად.

კურსი მოიცავს შემდეგ დისციპლინებს:
მარტის თვეში:

სამოქალაქო სამართალი - შესავალი;
სამოქალაქო სამართლის პროცესი;
გენდერული თანასწორობა;
სამეწარმეო სამართალი;
აპრილის თვეში:

სისხლის სამართალი;
სისხლის სამართლის პროცესი;
სასჯელაღსრულების სამართალი;
მაისის თვეში:

ადმინისტრაციული სამართალი;
ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
ადამიანის უფლებები;
კონსტიტუციური საფუძვლები;
სასწავლო კურსის განმავლობაში გაიმართება ოლიმპიადა (იმიტირებული სასამართლო პროცესები) სააპელაციო სასამართლოში, რომელშიც მსმენელები განივითარებენ პრაქტიკურ უნარჩვევებს და განიმტკიცებენ შეძენილ თეორიულ ცოდნას.
სასემინარო მეცადინეობა გაიმართება მხოლოდ შაბათ-კვირაობით, დილის 10 საათიდან 18 საათამდე, საქარტველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში. ტრენერებად მოწვეული იქნებიან კვალიფიციური იურისტები, მოსამართლეები, ადვოკატები. ციკლს - ადამიანის უფლებათა და სასჯელაღსრულების სამართლის შესახებ წაიყვანს - მადონა ბასილაძე- სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის რეგიონული რწმუნებული;
კურსის დაწყების თარიღი: 2011 წლის 1 მარტი ;
კურსის ღირებულება შეადგენს 100 ლარს თვეში. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს.

სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ თავინთი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Kutaisi@gyla.ge; Ninochk_a@yahoo.com; არაუგვიანეს 2011 წლის 25 თებერვლის 16:00 საათისა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ნინო თვალთვაძე: (+995 93)602563; Ninochk_a@yahoo.com; უკეთესი მეილიც შეიძლებოდა იურისტთა ასოციაციია თან smile.gif
Kutaisi@gyla.ge
Go to the top of the page
+Quote Post
ჭორიკანა
პოსტი Feb 26 2011, 01:27 PM
პოსტი #88


Advanced Member
***

ჯგუფი: Validating
პოსტები: 13,894
რეგისტრ.: 7-July 10
მდებარეობა: Fristaden Christiania
წევრი №: 989



ეს უნდა ნახოთ!

http://jobs.ge/geo/30134/

ციტატა
"Mogitan.ge" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ: ყველაფერი, რაც ჩვენს შესახებ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mogitan.ge

მოვალეობები:

** ზარებზე პასუხი;
** კლენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** გამოუძინებელი და ზოგიერთ შემთხვევაში ნაბახუსევზე მყოფი თანამშრომლის წუწუნის მოსმენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობის უნარი
** კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული, მხიარული და კომუნიკაბელური.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ჩვენს თანამშრომლებში ვაფასებთ კრეატიულობას და იუმორის გრძნობას და არა სამუშაო გამოცდელაბას. შესაბამისად, არ მოგეთხოვებათ CV-ს გამოგზავნა; უბრალოდ, შეავსეთ ვებ-გვერდზე მოცემული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: http://mogitan.ge/site/application-form.html

სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ აუცილებლად დაგიკავშირდებით.

ნებისმიერი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ტელეფონზე: 143352
ელფოსტაზე: info@mogitan.ge
მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის 33

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.mogitan.ge
Go to the top of the page
+Quote Post
sofi
პოსტი Apr 7 2011, 03:55 PM
პოსტი #89



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 20,372
რეგისტრ.: 23-May 10
მდებარეობა: მიწა
წევრი №: 552



თბილისი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს

თბილისი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. როგორც „პირჭელს“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან აცნობეს, აშშ-ის ელჩის მოადგილე კენტ ლოგსდონი, საქართველოს მთავრობის, ბიზნეს-ორგანიზაციებისა და სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები ტურიზმისა და მომსახურების სფეროს 50 დამსაქმებელსა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს 800-ზე მეტ მაძიებლებს უმასპინძლებენ.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღნიშნული ფორუმი პირველად იმართება.

ღონისძიება "კონსულტაციისა და დასაქმების პროექტის" ფარგლებში ხორციელდება.

ორწლიანი პროექტის ბიუჯეტი 3 მილიონ დოლარს შეადგენს.

ფორუმის დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების კვალიფიკაციისა და უნარების განვითარება, ხოლო შემდეგ დასაქმება იგეგმება.

მსგავსი ფორუმის ჩატარება წელს ბათუმსა და ქუთაისშიც იგეგმება.

კონსულტაციისა და დასაქმების პროექტი, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს, სამუშაოს მაძიებლებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას აწვდის და შესაბამის კონსულტაციას უწევს.

პროექტის საშუალებით დასაქმების ხელშეწყობის ქსელი შეიქმნა. გარდა ამისა, ახალი კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრების გახსნა იგეგმება.

პროექტი აქტიურად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან და ბენეფიციარებს პროფესიულ სასწავლო კურსებზე ამისამართებს.

სააგენტო პირველი


--------------------
Go to the top of the page
+Quote Post
L-E-O-N-I
პოსტი Mar 18 2012, 12:59 PM
პოსტი #90


Advanced Member
***

ჯგუფი: GlobalMod
პოსტები: 1,546
რეგისტრ.: 26-March 10
წევრი №: 10



აბა სტუდენტებო დაფაცურდით smile.gif

http://www.summerjob.ge/index.php?module=s...b&page=jobs

ვაკანსიები დაიდო უკვე და აბა თქვენ იცით. წარმატებები smile.gif


--------------------
www.fotouniversum.blogspot.com - ჩემი ფოტობლოგი
Go to the top of the page
+Quote Post
Mia
პოსტი Mar 18 2012, 11:36 PM
პოსტი #91


მიაუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 11,789
რეგისტრ.: 14-April 10
წევრი №: 188



ციტატა(L-E-O-N-I @ Mar 18 2012, 01:59 PM) *
აბა სტუდენტებო დაფაცურდით smile.gif

http://www.summerjob.ge/index.php?module=s...b&page=jobs

ვაკანსიები დაიდო უკვე და აბა თქვენ იცით. წარმატებები smile.gif

სტუდენტები გვყავს როკერი და მაგთი, კიდეა ერთი მაგრამ არ მახსოვს smile.gif


--------------------
ოცნებას კაცი არ მოუკლავს :) და კატა? :)
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  « < 3 4 5
პასუხის დამატება ახალი თემა
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th September 2014 - 02:52 AM
Copyright © . Designed by DesignClub.ge DesignClub