Menu

11/10/2015 - აია (ქუთაისი) - ლელო სარასენსი 11:11

11/10/2015 - აია (ქუთაისი) - ლელო სარასენსი 11:11

ქუთაისი, ,,აია არენა", 2000 მაყურებელი
აია: (15-9) მოდებაძე, ბ.ტორაძე, მანაგაძე, სინაურიძე, აბრამიძე, ბაბუნაშვილი, თუთბერიძე (გლოსაბერიძე 47); (1-8) რატიაშვილი, მატკავა (გ.ტორაძე 45), უშხვანი (წაქაძე55.), ა.ჩიტეიშვილი (ხანთაძე62.), გ.ჩიტეიშვილი, რევიშვილი (გორგასლიძე 47), დ.ლოსაბერიძე, სალდაძე
მწვრთნელები: ბ.ხამაშურიძე, კ.გიორგაძე
ლელო:ბ.ტორაძე
2 საჯარიმო: სინაურიძე (2)
სინბინი: წაქაძე (76), მანაგაძე (80)
ლელო: (15-10) ყიასაშვილი, ზაალიშვილი (ფაფიაშვილი 67), ხეცოიძე, ლომინაძე (ხეცურიანი 59), შანიძე, ბარკალაია, მინდიაშვილი; (1-8) ჯულაყიძე, ჭყოიძე, პატარაია (მჭედლიძე 67), ხორბალაძე (კოპაძე 68), ქოიავა, ბუბუტეიშვილი, სურგულაძე, მაისურაძე (ლომთაძე 59)
მწვრთნელი: ლ.მაისაშვილი
ლელო: ხორაბალაძე
2საჯარიმო: ყიასაშვილი (2)
მსაჯი: თ.გვირჯიშვილი


,,დიდი 10"–ის მე–5 ტურში ქუთაისის ,,აია" ,,ლელო სარასენსის" დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მე–7 წუთზე გაგა სინაურიძემ საჯარიმო დარტყმით ქუთათურები დააწინაურა–3:0. ლელოელებმა ანგარიში მალევე გაათანაბეს– ჯარიმა ირაკლი ყიასაშვილმა გაიტანა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, ხან ერთი გუნდი უახლოვდებოდა მეტოქის ჩათვლის მოედანს ხან მეორე, თუმცა გადამწყვეტ ფაზებში შეცდომებს უშვებდნენ და მათი შეტევებიც უშედეგოდ მთავრდებოდა და მატჩის პირველი ნახევარი მწირი ანგარიშით 3:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის , 50-ე წუთზე ბექა ტორაძემ ითამაშა კარგად, ცრუმოძრაობით ლელოელებს ხაზი გაუჭრა და მარცხენა ფლანგიდან ჩათვლის მოედანში დაამიწა. სინაურიძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა. 55–ე წუთზე სტუმრებმა მწვავედ შეუტიეს, ბოლო ფაზაში მოლით მიაწვნენ და ზედახორაში ზურაბ ხორბალაძემ ბურთი დაამაწა. ყიასაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა. გაგა სინაურიძემ ცოტა ხანში საჯარიმო დარტყმით ისევ ,,აია" გაიყვანა წინ -11:8, რასაც კვლავ სტუმრების გააქტიურება მოჰყვა, მატჩის ბოლო წუთები ძალზედ დაძაბული გამოდგა, ბოლო წამზე ქუთაისელებმა სტუმრებს ბურთი აართვეს და ხეირიც მათ მხარეს იყო, მაგრამ მსაჯმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, მან მანაგაძე შეტევაში დააჯარიმა, თან ყვითელიც აუფრიალა, რასაც ქუთაისელთა განაწყენება მოჰყვა, ისინი მსაჯების მიმართ უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ... ყიასაშვილმა კი გადამწყვეტი საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და შეხვედრაც იქვე დასრულდა-11:11
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული რაგბის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ვეტერან მორაგბეებს დუგლას კავთელაშვილს და ბართლომე ხამაშურიძეს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.


დათო კოხრეიძე

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654