Menu

ბლიცი ახალგაზრდა ფოტოგრაფ მარიამ ბეროძესთან

ბლიცი ახალგაზრდა ფოტოგრაფ  მარიამ ბეროძესთან

 სოციალურ ქსელში გვერდმა "ფოტოგრაფები ქუთაისში"დაიწყო ბლიც ინტერვიუები ქუთაისელი ფოტოგრაფების პოპულარიზაციისთვის.

ინფოქუთაისი უცვლელად გთავაზობთ ბლიცებს, ხოლო რუბრიკის სტუმარი არის, ფოტოგრაფი, მარიამ ბეროძე.

- როგორ დაიწყე ფოტოგრაფობა?

- ფოტოების გადაღება ყოველთვის მიყვარდა. ბევრი წლის წინ, თუ რაიმე მომეწონებოდა, მობილურით ვიღებდი და მეგობრებს ვათვალიერებინებდი ხოლმე.  გამოდის, რომ ყველაფერი მობილურით დაიწყო.

- რა იყო შენი პირველი აპარატი

- ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა მზისგულიანმა მეგობარმა ზენიტ 11 მაჩუქა. ეს არის ძველი ფირიანი კამერა , რომელიც საოცრად კარგ მდგომარეობაშია. ზენიტი ჩემი პირველი ფოტოაპარატია და ახლაც მხოლოდ მას ვიყენებ.

- რატომ ფირი და არა ციფრული აპარატი?

- ფირი მაგიაა. გამჟღავნების, ლოდინის პროცესი... ყველაფერი ჯადოსნურია. შემდეგ ფოტოების დათვალიერება. ფერები... ვერანაირი ფოტოშოპით დამუშავებული ფოტო ვერ შეედრება იმ ფოტოების ბუნებრივ სილამაზეს, რომლებიც ფირზე აღიბეჭდება. რა თქმა უნდა , ამ შემთხვევაში სრულიად სუბიექტური ვარ.
შეიძლება ოდესმე ციფრული კამერაც გამოვიყენო, მაგრამ  ფირს ვერ ჩამინაცვლებს.

- რა ადგილს იკავებს  ფოტოგრაფია შენს ცხოვრებაში?

- ვფიქრობ, ეს ჰობია.
ჯერჯერობით, ფოტოგრაფია არაა ჩემი შემოსავლის წყარო (თუ თანხას ვიღებ, ფირის ყიდვას, გამჟღავნებასა და სკანირებას ხმარდება), არც მოწოდება.
ფოტოების გადაღება მსიამოვნებს. ახალი კადრები, ახალი მოდელები, იდეები...
ყველაფერი ძალიან საინტერესოა, არ მღლის და არ მბეზრდება.
მიყვარს, რასაც ვაკეთებ.

მარიამის საიტია: http://maoartgeorgia.tumblr.com


 

 

მოამზადა: შორენა ლაღაძემ

ფოტოგალერეა:

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654