Menu

ბლიცი ოპერატორ-ფოტოგრაფი გიორგი ენუქიძესთან

ბლიცი ოპერატორ-ფოტოგრაფი გიორგი ენუქიძესთან

ინფოქუთაისი გთავაზობთ ბლიცებს, ხოლო რუბრიკის სტუმარი არის, ფოტოგრაფი და მხატვარი გიორგი ენუქიძე - მთამსვლელი ,ოპერატორი, მეთევზე, მეკლდეური და კაი ადამიანი

 

რატომ დაინტერესდი ფოტოგრაფიით?

ვიზუალური ხელოვნება და განსაკუთრებით, ფოტოგრაფია ბავშვობიდან მაინტერესებდა. ვთვლი, რომ ფოტოგრაფია კარგი საშუალებაა გაუზიარო შენი ემოციები , თავგადასავალი, შენს მიერ ნანახი საინტერესო და უცნობი ადგილები სხვებს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფოტოგრაფობა დავიწყე სწორედ ეს იყო_მინდოდა ბევრ ადამიანს ენახა ადგილები, რომელთა ნახვის ბედნიერებაც მე მქონდა და რომლებიც მცირე აუდიტორიისათვის იყო ცნობილი.

რომელია შენი საყვარელი ჟანრი და რატომ?

განსაკუთრებით მაინტერესებს დოკუმენტური ფოტოგრაფია, თუმცა იმის გამო რომ ვიდეოკამერის უკან მიწევს დგომა ფოტოაპარატს ამ მხრივ თითქმის ვერასოდეს ვიყენებ. ვთვლი, რომ მთაში გადაღებული ფოტოებიც შეიძლება ჩაითვალოს დოკუმენტალისტიკად_ გავა დრო და მომავალი თაობა ნახავს, როგორ დადიოდნენ მათი წინაპრები მთაში.

მობილური ფოტოგრაფია ნელ-ნელა ანაცვლებს ფოტოაპარატებს. როგორ ფიქრობ, შეძლებს ტელეფონი პროფესიონალური აპარატის შეცვლას?

რაც უფრო მცირეა ნივთი, მით უფრო მოსახერხებელია გამოსაყენებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში და მითუმეტეს, მთაში. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი რომ მობილური ტელეფონი სრულად შეძლებს ფოტოაპარატის ჩანაცვლებას. ტელეფონებმა ფოტოგრაფია გახადა უფრო ხელმისაწვდომი მასებისათვის, თუმცა ტექნიკურად სწორი და უნაკლო ხარისხის მქონე ფოტოს გადაღება ჯერჯერობით მხოლოდ ფოტოაპარატითაა შესაძლებელი.

საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მწვავედ დგას საავტორო უფლებების პრობლემა. გქონია თუ არა მსგავსი პრობლემა შენც და რას ეტყოდი ”ფოტოქურდებს”?

მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ფოტოს ქურდების მსხვერპლი გახდა. რამდენიმე წლის წინ თავი დავანებე ფოტოგრაფიას და გავყიდე ჩემი აპარატი იმის გამო, რომ ჩემგან მოპარული ფოტოებით სხვამ გაიმარჯვა ერთ-ერთ ფეისბუქ კონკურსში. ჩემი გადაღებული კადრები ბევრ ტურისტულ კომპანიას თუ ორგანიზაციას მიუთვისებია. ამის გამო , ვფიქრობდი რომ ამ ქვეყანაში აზრი არ ჰქონდა სასარგებლო საქმის კეთებას. მოგვიანებით მივხვდი_ მთავარია აკეთო საქმე, რომელიც საიმოვნებას განიჭებს და მეორეხარისხოვანია, როგორ მოგექცევიან საავტორო უფლებების დამრღვევნი. თუმცა, ეს ამბავი ძალიან უშლის ხელს ფოტოგრაფიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

შორენა ლაღაძე

 

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654