Menu

ბლიც-ინტერვიუ ქალ ტელე-ოპერატორთან და ფოტოგრაფთან სოფო ბობოხიძესთან

ბლიც-ინტერვიუ ქალ ტელე-ოპერატორთან და ფოტოგრაფთან სოფო ბობოხიძესთან

ინფოქუთაისი არ ღალატობს ტრადიციას და გთავაზობთ ბლიცს, კიდევ ერთ კარგ ქუთაისელთან, საინტერესო ადამიანთან და პროფესიონალ ვიდეო-ოპერატორთან სოფო ბობოხიძესთან, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა ''მოამბის'' ოპერატორი.

რატომ დაინტერესდი ფოტოგრაფიით?

რატომ ან როდის დავინტერესდი ფოტოგრაფიით, არ ვიცი, თუმცა ბავშვობიდან მიტაცებდა ტექნიკა. ფეხით სიარული ძალიან მიყვარს, ამ დროს ბევრ საინტერესო კადრს გადავაწყდები ხოლმე. როდესაც ჯერ კიდევ არ მქონდა ფოტოაპარატი ვცდილობდი დანახული დამემახსოვრებინა და გონებაში ჩამებეჭდა.

რომელია შენი საყვარელი ჟანრი და რატომ?

საყვარელი ჟანრი პორტრეტი, პეიზაჟი და უბრალოდ დაჭერილი საინტერესო კადრი. პორტრეტი იმიტომ რომ ადამიანების თვალები, გამოხედვა, ნაკვთები ბევრ რამეს ამბობს. ადამიანის პორტრეტი მისი ისტორიაა. ბუნება ძალიან მიყვარს, სიმწვანე, განსაკუთრებით მზის ჩასვლა, მთა და ასე შემდეგ.

შენ ვიდეოოპერატორი ხარ. ვიდეოკამერა და ფოტოაპარატი-ორივე მომენტების ასახვისა და დამახსოვრების არაჩვეულებრივი საშუალებაა, მაგრამ მაინც, რა განსხვავებაა მათ შორის?

ნამდვილად ასეა - ორივე ასახავს იმას რასაც იმ მომენტში ხდება . ორივე ხელოვნებაა, ორივე ძალიან კარგია, მაგრამ ფოტო _ სხვა სამყაროა. ფოტო წამია. ეს წამი უნდა დაიჭირო ,თორემ დაიკარგება ისე, თითქოს არც ყოფილა . ვიდეოკამერას შეუძლია წამი, წუთად , საათად გადააქციოს , გაახანგრძლივოს..

ფოტოგრაფია დღეს საკმაოდ მოდური გახდა. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს?

დიახ, დღეს ფოტოგრაფია მოდურია. ვფიქრობ, ეს იმან გამოიწვია, რომ ტექნიკა დღეს უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე წინათ. ფოტოგრაფია გახდა ფულის შოვნის კარგი წყარო - ვგულისხმობ ქორწილების, ბანკეტების, ნათლობების გადაღებას. ფოტოგრაფიას ადამიანები სოციალური ქსელების გამრავალფეროვნებისთვისაც იყენებენ. :)))

შენი ყველაზე საინტერესო კადრი უკვე გადაიღე თუ თვლი, რომ ჯერ კიდევ წინ გაქვს ეს მომენტი?

არასდროს ვარ ჩემი ნამუშევრებით კმაყოფილი, ასე რომ გამიჭირდება ოდესმე ვთქვა რომ ეს ის არის, რაც შეიძლება ოდესმე გადამეღო-თქო. თუმცა მიყვარს თითოეული კადრი, რომელიც გადამიღია. მიყვარს ჩემი გადაღებული ცუდი კადრებიც კი, იმიტომ რომ ისინი მასწავლიან, როგორი უნდა იყოს კარგი ფოტო.


ავტორი: შორენა ლაღაძე

 

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654