Menu

ქუთაისში მცხოვრები კვირიკაშვილების ოჯახი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.

საკუთარი ბინის რეაბილიტაციის გამო ქუთაისში მცხოვრები კვირიკაშვილების ოჯახი შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ საცხოვრებლის გარეშე დარჩეს. იტალიურ ეზოში, თბილისის ქუჩის ნომერ 24-ში მცხოვრებმა მრავალსულიანმა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ თითქმის  ამორტიზებული საცხოვრებელი სახლის შეკეთება გადაწყვიტა. რეკონსტრუქციის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათ წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა. საჩივარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აღძრა. ისინი კვირიკაშვილებს მეცხრამეტე საუკუნეში აგებული შენობის იერსახის დამახინჯებაში სდებენ ბრალს.

27.02.2016 - ტყიბულელ მეშახტეთა აქციის მე-14 დღე (ფოტორეპორტაჟი)

გთავაზობღ ჩვენი ფოტორეპორტიორის არჩილ გეგენავას ფოტორეპორტაჟს ტყიბულში, მეშახტეთა საპროტესტო აქციიდან, მას ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა აქციაზე მიმდინარე ატმოსფეროს შესახებ:

29.05.2015 | ქუთაისსი პოლიციის დღისთვის მზადება დაიწყო

31 მაისს ქუთაისში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ტარდება, ამასთან დაკავშირებით ქალაქში ცენტრალური ქუჩემი გადაიკეტა. მზადება 29 მაისს დილიდანვე დაიწყო.

9 მაისს რუსი ბაიკერებს თბილისში უკრაინის დროშისფერის მოტოციკლეტები დახვდათ

თბილისში სხვადასხვა სასტუმროებთან გაჩერებული მოტოციკლები, 9 მაისს დილით, რუსეთიდან ჩამოსულ ბაიკერებს უკრაინის დროშისფერ საღებავებით შეღებილი დახვდათ.

26.04.2015 | ავარიის დროს უღელტეხილზე 5 ავტომობილი დაიმტვრა [ფოტო რეპორტაჟი]

რამოდენიმე საათის უკან რიკოთის უღელტეხილი, დაიმტვრა 5 მანქანა (4 მსუბუქი 1 კამაზის მარკის). მსხვერპლი არ არის, სატვირთო ავტომობილი მოძრაობდა აზრბაიჯანის სანომრე ნიშნით, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამაშველო სამსახური დროულად მივიდნენ ინციდენტის ადგილზე.

პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს!

“1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში მატარებელი პირველად ჩავიდა. ჩავიდა ისე, რომ ქ.ქუთაისი არ გაუვლია. შეცდომა 1877 წელს მცირედ გამოსწორდა მაშინ, როცა სარკინიგზო მაგისტრალს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ჩიხით შეუერთდა.თითქმის საუკუნე ნახევრის შემდეგ საქართველოს მთავარი ავტომაგისტრალი ქუთაისს 12 კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის. დასავლეთშიც არ გადის ჰაივეი და ავტობანები ქალაქის ცენტრში და ამით თითქოს არაფერი იცვლება, მაგრამ აბრეშუმის გზის ის მონაკვეთი, რომელიც ქუთაისს კვეთს, ქალაქის ძირითად ბიზნეს არტერიად ითვლება და არცთუ ისე ცოტა მოსახლის შემოსავლის წყაროა.

კლუბმა „თეთნულდმა“ რაჭის მიწისქვეშეთში ახალი მღვიმე აღმოაჩინა. (ექსკლუზიური ფოტოები)

კლუბი "თეთნულდი" რაჭაში ორდღიანი ექსპედიციით მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდა. კლუბის წევრების განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიზეზით, მღვიმის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა არ მიეცათ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი მღვიმის სათაფლიის მღვიმესთან შედარება შეიძლება.


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654