Menu

კლუბმა „თეთნულდმა“ რაჭის მიწისქვეშეთში ახალი მღვიმე აღმოაჩინა. (ექსკლუზიური ფოტოები)

კლუბმა „თეთნულდმა“  რაჭის მიწისქვეშეთში ახალი მღვიმე აღმოაჩინა. (ექსკლუზიური ფოტოები)

კლუბი "თეთნულდი" რაჭაში ორდღიანი ექსპედიციით მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდა. კლუბის წევრების განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიზეზით, მღვიმის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა არ მიეცათ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი მღვიმის სათაფლიის მღვიმესთან შედარება შეიძლება.

 „მღვიმის ზუსტი სიგრძე ამ დროისათვის არ გაგვიზომავს, მაგრამ  დაახლოებით ოთხსაათნახევარი დასჭირდა მის დათვალიერებას და უკან დაბრუნებას. ანუ საკმაოდ მასშტაბურია. შეგვიძლია, რომ სათაფლიის მღვიმეს შევადაროთ.

ჩვენს მიერ აღმოჩენილ მღვიმეს რამდენიმე პატარა განშტოება და სართულები აქვს. ასევე შეგვხვდა ჭები, თუმცა ჭების დათვალიერება ამ დროისათვის ვერ მოხერდა. მღვიმეში  ასევე აღმოჩენილია საინტერესო და იშვიათი სახის ნაღვენთი წარმონაქმნები, რომელთა იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მათ შესახებაც უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება,“- ამბობს მთამსვლელი გიორგი ენუქიძე.

გარკვეული მიზეზების გამო, კლუბის წევრები მღვიმის ზუსტ მდებარეობას ამ დროისათვის ვერ ასახელებენ. ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში კი მღვიმეში დაბრუნებას მისი დეტალურად შესწავლის მიზნით გეგმავენ.

კლუბი თეთნულდი facebook-ზე


© News.ge

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654