Menu

ქუთაისში მცხოვრები კვირიკაშვილების ოჯახი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.

ქუთაისში მცხოვრები კვირიკაშვილების ოჯახი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.

საკუთარი ბინის რეაბილიტაციის გამო ქუთაისში მცხოვრები კვირიკაშვილების ოჯახი შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.

იტალიურ ეზოში, თბილისის ქუჩის ნომერ 24-ში მცხოვრებმა მრავალსულიანმა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ თითქმის  ამორტიზებული საცხოვრებელი სახლის შეკეთება გადაწყვიტა. რეკონსტრუქციის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათ წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა. საჩივარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აღძრა. ისინი კვირიკაშვილებს მეცხრამეტე საუკუნეში აგებული შენობის იერსახის დამახინჯებაში სდებენ ბრალს.

აღნიშნული სამართალდარღევის გამო სასამართლომ ოჯახს 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ჯარიმის ექვსი თვის შემდეგ გადაუხდელობის შემთხვევაში თანხა 15000 ლარამდე გაიზრდება. ამავდროულად, კვირიკაშვილებმა უნდა ჩამოშალოს უკვე გაკეთებული რემონტი და ბინას პირვანდელი იერსახე უნდა დაუბრუნოს. თუმცა საცხოვრებლისათვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება საკმაოდ რთულია, ვინაიდან არ არსებობს არანაირი არქიტექტურული გეგმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება გარკვევა, თუ როგორი იყო სახლის ინტერიერი საუკუნეების წინ.
 კვირიკაშვილები განაჩენის სააპელაციო სასამართლოში  გასაჩივრებას აპირებენ. ამბის მთავარი გასაღები ისაა რომ არც კვირიკაშვილებმა, არც იტალიურ ეზოში მცხოვრებმა არცერთმა ოჯახმა არ იცოდა, რომ მათი სახლი 2008 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედიოდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მათ მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ ნახეს.
 აღსანიშნავია, რომ თბილისის ქუჩის ნომერ 24ში მცხოვრებნი არ წარმოადგენენ გამონაკლისს, ვინც არ  იცოდა რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლში ცხოვრობენ. მსგავსი საცხოვრებლები ქალაქის მასშტაბით 2009-2010 წლებში ქაოსურად აღირიცხა, მოქალაქეთა უმრავლესობას კი ინფორმაცია 2013 წლიდან კანტიკუნტად მიეწოდა.


შორენა ლაღაძე

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654