Menu

ექსპედიცია მყინვარწვერზე ფერეიდნელ მთამსვლელებთან ერთად

ფოტო: აჩი გეგენავა ფოტო: აჩი გეგენავა

ქართულ-ფერეიდანული ექსპედიცია საქართველოს ერთ-ერთ მწვერვალზე „მყინვარწვერზე” (ყაზბეგის რაიონი ზ.დ. 5047მ.) 17-20 ივნისს შედგა. ქუთაისური მთამსვლელთა და მოლაშქრეთა კლუბი ”თეთნულდი”, ირანელ მთამსვლელთა კლუბის ”შაჰან კუჰის” წევრებს: შაჰრამ ონიკაძესა და ისმაილ რაჰიმს უწევდა მეგზურობას.

”შაჰან კუჰი” ფერეიდანში ადგილობრივმა მთამსვლელებმა ჩამოაყალიბეს და ქუთაისელ მთამსვლელებთან რამდენიმე წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. 3 დღისმანძილზე,რამდენიმე ცდის მიუხედავად, ინტენსიური თოვისა და ნისლის გამო მწვერვალის დალაშქვრა მთამსვლელებმა ვერ შეძლეს და ზღვის დონიდან 4300 მ დაბრუნდნენ.

მყინვარწვერზე ლაშქრობას კლუბ ”თეთნულდის” ძირითადი სპონსორი ხორცპროდუქრების კომპანია ”ექსტრა მითი” ასპონსორებდა. ქუთაისელმა მთამსვლელებმა ირანელი ქართველებისაგან მიწვევა მიიღეს,თუ ”თეთნულდი” დროულად შეძლებს საჭირო ფინანსების მოძიებას, აგვისტოში კიდევ ერთი ფერეიდანულ-ქართული ექსპედიცია ამჯერად ირანის ტერიტორიაზე 4000-იან მწვერვალზე შედგება.

შორენა ლაღაძე

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654