Menu

ქუთაისის მერიამ ტურისტული ლოგოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის მერიამ ტურისტული ლოგოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის მერიის ტურიზმის განყოფილება განცხადებას ავრცელებს. ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოვლენილი, გამარჯვებული ტურისტული ლოგო ბათილად იქნა ცნობილი. ქუთაისის ახალ ლოგოს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თემას გამოეხმაურა ჩვენი პორტალიც.

"ქუთაისის ტურისტული ლოგოს შესარჩევად კონკურსი ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. წარმოდგენილი 38 ვარიანტიდან კომისიის მიერ შეირჩა ერთი, თუმცა არ მომხდარა ლოგოს ოფიციალურად დამტკიცება. კომისიის მიერ შერჩეულმა ლოგომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამის გამო ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტული ლოგოს შესარჩევ კონკურს რამდენიმე დღეში ხელმეორედ გამოაცხადებს. მერიაში შემოსული ლოგოს ვარიანტები იქნება საჯარო ყველა ადამინს მიეცემა საშუალება შერჩევაში მიიღოს მონაწილეობა,"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654