Menu

რას წერენ მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდზე"

რას წერენ მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდზე"

უკვე 4 წელია ქუთაისში არსებობს მთამსვლელთა და მოზაურთა კლუბი "თეთნულდი", კლუბმა ბევრ ადამიანს შეაყვარა მთა და ასწავლა სწორად მოქცევა ექსტრემალურ პირობებში, რაც მთავარია დაამეგობრა ერთმანეთთან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა. რას წერენ კლუბზე "თეთნულდის მეგობრები"

nona

ნონა მარკარიანი ბათუმი (კლუბის მეგობარი და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელი) - "თეთნულდთან ერთად ლაშქრობა 1 წლის წინ დავიწყე. ლაშქრობა კი არ არის მხოლოდ სილამაზე, დასვენება და გართობა, ლაშქრობა არის შიშების დაძლევა, გაძლიერება და საკუთარი თავის შეცნობა. ყოველ ჯერზე ცდილობ გაიარო მეტი, ახვიდე უფრო მაღლა და შეძლო იმაზე მეტი,ვიდრე გგონია,რომ შეგიძლია. ბედნიერი ვარ, რომ ამ ხალხის გარემოცვაში ვაკეთებ ამ ყველაფერს,იმიტომ,რომ "თეთნულდთან" ერთად მ ე შ ე მ ი ძ ლ ი ა!"

ninoნინო სამნიაშვილი ბათუმი (მუსიკოსი, ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრი და კლუბის მეგობარი) - ''ჩემ თავს ვეკითხები და ვიხსენებ როდის ვიყავი ძალიან ბედნიერი, როდის გამიხარდა ყველაზე მეტად და როდის ვიცინე ყველაზე გულიანად - მე ეს ყველაფერი თეთნულდელებთან ერთად განვიცადე , მიუხედავად იმისა რომ სულ ორჯერ ვიყავი თქვენთან ერთად. მივხვდი რა არის ნამდვილი ლაშქრობა და რას ნიშნავს მთის სიყვარული. მეამაყებით და მიყვარხართ, მე კიდევ ბევრს შევძლებ თქვენთან ერთად!''

megiმეგი ლაფაჩი თბილსი (შავფაროსანი, ჩვენი კლუბის მეგობარი) - ''მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი"_განსაკუთრებულად ყურადღებიანი, მეგობრულები, პროფესიონალები, ორგანიზებულები.. კლუბი ვისაც ვენდობი და ყველგან სიხარულით გავყვები.''

 

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654