Menu

ყველაფერი ქუთაისზე

ყველაფერი ქუთაისზე

ტურისტულმა პორტალმა "Georgia Starts here" მოამზადა სტატია ქუთაისზე, რომელშიც ძალიან კარგად არის აღწერილი ქუთაისის ირგვლივ არსებული ძირითადი ტურისტული ობიექტის შესახებ ინფორმაცია. "ინფოქუთაისი" გთავაზობთ ამ სტატიის ქართულ ვერსიას რომელიც მოამზადა შორენა ლაღაძემ.

ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იგი 4 ათასწლეულის წინ დაარსდა და საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპზე, ანტიკური ცივილიზაციიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. იყო განმანათლებლობის კერა.
დღესდღეისობით ქუთაისი საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ტურისტებისთვის.
თუ რატომ, ამის შესახებაც გიამბობთ:

 000 1504519 611398098940580 1772034270 nბაგრატის ტაძარი - ბაგრატის ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ხუროთმოძღვრების ძეგლია. იგი მე11 საუკუნეში, ბაგრატ III მეფობის დროს აშენდა. ამ პერიოდში დედაქალაქი, თბილისი სპარსელების მიერ იყო ოკუპირებული და მეფეები საქართველოს ქუთაისიდან მართავდნენ. ტაძარი ქალაქის შემაღლებულ, კლდოვან გორაკზე მდებარეობს, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.
ბაგრატის ტაძარი მე-17 საუკუნეში, თურქთა შემოსევების დროს განადგურდა. საუკუნეების მანძილზე მის ადგილას მხოლოდ ნანგრევები იყო. 1994 წელს ტაძარი იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. 2009-2012 წლებში ბაგრატის ტაძარი აღადგინეს.
ტაძართან მოსახვედრად ქალაქის ცენტრში მდებარე წითელი ხიდიდან 15 წუთი დაგჭირდებათ. ბაგრატის ეზოდან ქუთაისის ულამაზესი პანორამა იშლება.
ყოველ კვირას, დილის 9დან შუადღის 2 საათამდე ბაგრატის ტაძარში მართლმადიდებლური ღვთისმსახურება მიმდინარეობს, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ ულამაზესი ქართული საეკლესიო საგალობლები. თუ ეკლესიაში შაბათს მოხვდებით ქართულ ტრადიციულ ქორწილსაც ნახავთ. ბარატი ქუთაისის საკათედრო ტაძარია და ამის გამო იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოკაციაა ჯვრისწერისათვის.

ACHI GEGENAVA 2979პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეები - ორივე მღვიმე იმერეთის დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის და ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობენ_მათი ნახვა ერთ დღეში შეგიძლიათ.
პრომეთეს ლეგენდა მთელს მსოფლიოშია ცნობილი_გმირმა ღმერთებს ცეცხლი მოჰპარა და ის ადამიანებს აჩუქა, რის შემდეგადაც ღმერთებმა იგი დასაჯეს და ხვამლის მთაზე მიაჯაჭვეს. ხვამლი,პრომეთეს საპყრობილე, მღვიმის ტერიტორიიდან ნათლად ჩანს. 1.4 კმ სიგრძის მღვიმეში თქვენ ნახავთ წყალქვეშა ტბებსა და მდინარეებს, სტალაგმიტებს, სტალაქტიდებს, სტალაგნატებს, ქვის ჩანჩქერებსა და ფარდებს.
სათაფლიის მღვიმე დინოზავრის ნაფეხურითაა განთქმული. გარდა ამისა, მღვიმესთან მდებარე ტყიდან ქუთაისის თავბრუდამხვევი ხედი იშლება.
თუ მისტიურ მღვიმეებში ვიზიტის შემდეგ დამატებითი გართობა მოგესურვებათ შეგიძლიათ ადგილობრივ რესტორნებს ეწვიოთ.

როგორ მოვხვდეთ მღვიმეებთან: პრომეთეს მღვიმე: ავტობუსი ქუთაისიდან წყალტუბოს მიმართულებით ქუთაისის მთავარი სადგურიდან გადის. წყალტუბოს სადგურიდან კი უნდა გაჰყვეთ კიდევ ერთ ავტობუსს მღვიმეში. თითოეულის ღირებულებაა 1 ლარი. შესასვლელი მღვიმეში _ 3 დოლარი . თუ თქვენ მღვიმიდან ნავით გამოსვლა გსურთ ღირებულებას 3 დოლარი უნდა დაამატოთ.

სათაფლია: მიკროავტობუსი N45 გადის ყოველდღე, კვირის გარდა, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრის უკანა მხრიდან.ფასი 1 ლარი, მგზავრობის დრო 40 წთ. მღვიმეში შესვლის ღირებულება_ 3 აშშ დოლარი.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დაარსდა მე -19 საუკუნეში და იქ დაახლოებით 700 სახეობის მცენარის ნახვა შეგიძლიათ. ყველაზე საინტერესოა გიგანტური მუხა ხე. ის უკვე 400 წლისაა და მის ფუღუროში დღესდღეისობით მინიატურული სამლოცველოა მოწყობილი. ხის სიმაღლე 45 მეტრია და ფართობი დაახლოებით 2 დიამეტრის. სამლოცველოში სამი ადამიანი ეტევა. ბოტანიკურ ბაღში შეგიძლიათ გადაიღოთ ლამაზი ფოტოები, დაჯდეთ კაფეში, ისარგებლოთ უფასო ინტერნეტით. უცხოელებისთვის ბაღში ვიზიტი 3USD ღირს.

Achi Gegenava Gelatiგელათის მონასტერი - გელათი არის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი ქუთაისის მახლობლად. იგი შედგება სამი ეკლესიისაგან. სამონასტრო კომპლექსი დაარსდა 1106 წელს მეფე დავით IV მიერ (რომელიც ამავე ტაძარშია დაკრძალული) და აღიარებულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლად. გელათის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იყო ქვეყნის საგანმანათლებლო ცენტრი. აქ მდებარეობდა აკადემია, სადაც ახალგაზრდები სხვადასხვა მეცნიერებებს ეუფლებოდნენ. იქ შემორჩენილი ფრესკები და ხელნაწერები დათარიღებული მე -12 მე -17 საუკუნეებით. ტაძარში შეგიძლიათ იხილოთ უძველესი ქართული კედლის მოზაიკა და უნიკალური კედლის მხატვრობა - ე.წ. ფრესკები.

როგორ მოვხვდეთ გელათში: მიკროავტობუსები გელათისაკენ ქუთაისიდან გადის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის უკანა მხრიდან ყოველდღიურად 11.00, 14.00 და 17.00 საათზე, გელათიდან ქუთაისისკენ_ 11.30, 14.30 და 17.30 საათზე.

Achi Gegenava Okatse 0001 ოკაცეს კანიონი და კინჩხის ჩანჩქერი - ორივე მათგანი ხონის რაიონში, მდინარე ოკაცეზე მდებარეობს. ოკაცეს კანიონზე მოსახვედრად დადიანების ტყე-პარკი უნდა გაიაროთ, რომელიც სოფელ გორდშია. კანიონზე შესვლის ღირებულება 5 ლარია.800 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი კანიონის თავზე, კლდის პირას გადის .
რაც შეეხება კინჩხის ჩანჩქერს. სოფელი კინჩხა სოფელ გორდის შემდეგ მდებარეობს, ოკაცეს კანიონიდან 5 კილომეტრში. იქ შეგიძლიათ ნახოთ ულამაზესი ჩანჩქერები, რომელთა შორისაც ყველაზე დიდი 70 მეტრის სიმაღლიდან ეშვება, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ლომინას ტბას მდინარის გავლით.

როგორ მოვხვდეთ იქ: ქუთაისის ცენტრალურ სადგურში (ილია ჭავჭავაძის გამზირი , მაკდონალდსის მახლობლად ) უნდა იპოვოთ მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქ ხონში ჩადის. ფასი _ 2 ლარი , დრო_ 40 წუთი. ხონის სადგურიდან 11.00 , 12.00 და 2.00 საათზე გადის სამარშრუტო ტაქსი გორდის მიმართულებით (ფასი_1 ლარი / 30 წთ დრო ). თუმცა, ზაფხულობით ქუთაისიდან ან ხონიდან ავტოსტოპითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.

Achi Gegenava 20160303 3265პარკები ქუთაისში - საქართველოში ყველა გეტყვით, რომ ქუთაისში ყველაზე სტუმართმოყვარე და მხიარული ადამიანები ცხოვრობენ. ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და ხალხი ზაფხულის სიცხეს თავს არიდებს, ადგილობრივები პარკებში იკრიბებიან.

ერთ-ერთი ასეთი ადგილია "გორის პარკი" რომელიც მდებარეობს გორაზე (ბაგრატის ტაძართან ახლოს). თქვენ შეგიძლიათ იქ საბაგიროთი მოხვდეთ (1 ლარი). საბაგირო მართალია ძალიან ძველია, მაგრამ არ შეგეშინდეთ, გორაზე მცხოვრებლები მას იყენებენ ყოველდღიურად სახლებში მოსახვედრად . პარკში ნახავთ ატრაქციონებს ბავშვებისთვის და ქართულ რესტორანს, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ ტრადიციული იმერული სამზარეულო.
კიდევ ერთი ძალიან ლამაზი "პიონერთა ან მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი"; მდებარეობს ქალაქის მეორე მხარეს (ილია ჭავჭავაძის გამზირზე). აქ დატკბებით ნაძვის ხეებით , საპიკნიკე ადგილებით . ზაფხულში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული საცირკო დასები სწორედ ამ პარკს სტუმრობენ.

ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი - მუზეუმი 1921 წელს დაარსდა. ბრინჯაოს და ანტიკური პერიოდის ძეგლები- არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოში, ქართული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი და უნიკალური ქართული ხელნაწერების, ეთნოგრაფიული მასალა_ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რისი ნახვაც შეგიძლიათ მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში.
მისამართი: ქუთაისი, პუშკინის ქუჩა N18.
ტელ:+995 431 245691

წყალტუბო - წყალტუბო ერთ-ერთი ყველზე უნიკალური კურორია მსოფლიოში. ის ცნობილია თავისი ბრწყინვალე მიწისქვეშა წყლის აბაზანებით, რომლებიც გამოიყენება ბევრი დაავადების მკურნალობისა და პრევენციისათვის. წყალტუბოში არის ბევრი კომფორტული სასტუმრო და ჰოსტელი, ლამაზი პარკი,მცირე ხელოვნური ტბა და ბარი ტერასით.
  
 MG 0111ზოგადი გასეირნება ქუთაისში - ნუ დაგავიწყდებათ ეწვიოთ ოპერის თეატრსა და ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს -რეგიონის ორ ყველაზე ლამაზ არქიტექტურულ ნიმუშს.

იმერეთის მეფის რეზიდენციას (ოქროს ჩარდახს) - რომელიც მდებარეობს რუსთაველის და თეთრი ხიდებს შორის პარკში, მხოლოდ შემდეგ ჩახვიდეთ მდინარე რიონის სანაპიროზე. თუ იღბლიანი ხართ და მდინარის კალაპოტის დაბალია, შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი თეთრი ქვები მდინარეში. თუ ხეტიალით დაიღალეთ ქალაქის ცენტრში მდებარე რომელიმა კაფეს შეაფარეთ თავი.


სტატიის ორიგინალი: http://georgiastartshere.com/kutaisi/

ზემოთ


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654