Menu

რა ხდება კინო "საქართველოში" (ფოტო)

უკვე რამდენიმე წელია ქუთაისში, ყოფილი კინო "საქართველოს" შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ინფო-ქუთაისი გახდა პირველი მედია საშუალება რომელმაც გადაღების უფლება მოიპოვამშენებარე ობიექტზე.

კიევში ფოტოგამოფენა "Georgia, Kutaisi - must see!" გაიხსნა (ფოტო)

ამ წუთებში კიევში ფოტოგამოფენა "Georgia, Kutaisi - must see!" გაიხსნა, გამოფენაზე წარმოდგენილია 3 ქუთაისელი ფოტოგრაფის, დავით მირზაშვილის, არჩილ გეგენავას და ლევან ლექვინაძის ნამუშევრები, სადაც ასახულია ქუთაისი და მისი შემოგარენი.

ფოტოგამოფენა "Georgia, Kutaisi - must see!" (ფოტო)

დღეს, 24 ივლისს, კიევში, ჯულიანის აეროპორტში "A" ტერმინალში გაიმართება ფოტოგამოფენა "Georgia, Kutaisi - must see!", სადაც წარმოდგენილი იქნება 3 ქუთაისელი ფოტოგრაფის: ლევან ლექვინაძის, დათო მირზაშვილის და არჩილ გეგენავას ნამუშევრები, რომელიც ძირითადად გადაღებულია ქუთაისსა და მის შემოგარენში.

ქუთაისელი ფოტოგრაფების გამოფენა კიევში

"საქართველო უნდა ნახოს ყველამ! დედაქალაქის აერპორტი "კიევი" ხსნის ფოტოგამოფენას «Georgia, Kutaisi - must see!»" ასეთი სათაურით აქვეყნებს კიევის, ჟულიანის აეროპორტი საკუთარ ინტერნეტ გვერდზე ინფორმაციას, იმ მოგვითხრობს ფოტოგამოფენაზე რომელიც, 24 ივლისს გაიმართებაკიევში.

„ძველი შენობების თანამედროვე იერსახე“ დახურვა, ფოტო-გამოფენა

3 ივლისს, ეთნოგრაფიული მუზეუმის სივრცეში გამოიფინება ქუთაისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენობების ამსახველი ძველი და მათი შესაბამისი თანამედროვე 50-მდე ფოტო, რომელზედაც მუშაობდა ფოტოგრაფი - არჩილ გეგენავა.
პროექტის ფარგლებში მოპოვებული და შექმნილი ფოტოები ოთხივე ქალაქიდან აიტვირთება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციის „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტის მიზანია მოახდინოს კულტურული მემკვდრეობის ნუსხაში შესული შენობების სახეცვლილების წარმოჩენა და პრობლემის აქტუალიზაცია. პროექტისათვის შერჩეულია ოთხი სამიზნე ქალაქი, ესენია: ქუთაისი, თელავი, გორი, ბათუმი.
გამოფენა გაიმართება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, პუშკინის ქუჩა #18-ში.

9 ივნისს ქუთაისს უკრაინული დელეგაცია ესტუმრა.

9 - ივნისს ქუთაისს უკრაინული დელეგაცია ესტუმრა, ისინი იმერეთში 4 დღეს გაჩერდებიან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ უკრაინის პრესის და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ისინი ეცნობოდნენ ქუთაისში ტურიზმის განვითარების პოტენციალს, სტუმრებს მასპინძლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად უწევდა ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები, "კოლხატური" და "ვანდერლენდი".

29.05.2015 | ქუთაისსი პოლიციის დღისთვის მზადება დაიწყო

31 მაისს ქუთაისში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ტარდება, ამასთან დაკავშირებით ქალაქში ცენტრალური ქუჩემი გადაიკეტა. მზადება 29 მაისს დილიდანვე დაიწყო.

ტამპლიერთა ორდენის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფუსტელთა სამხედრო-სარწმუნოებრივმა ორდენმა

ტამპლიერთა ორდენის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის რომ ამ ორდენის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფუსტელთა სამხედრო-სარწმუნოებრივმა ორდენმა, რომელიც შეიქმნა მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად წოდებულ ქვეყნებში – ძველ ეგვიპტეში, შუამდინარეთში, ბაბილონში. ფუსტელობა იყო კასტა, რომელთაც სატაძრო ქონების დაცვა ევალებოდათ.
ვახტანგ გორგასალი, როგორც დიდი სახელმწიფო რეფორმატორი, საქართველოში ფუსტელთა სამხედო -სარწმუნოებრივ ორდენს აყალიბებს, როგორც ქრისტიანული ეკლესიისა და მონასტრების დამცველ გვარდიას.

ბლიცი ფოტოგრაფ გიგა შუბითიძესთან

სოციალურ ქსელში გვერდმა "ფოტოგრაფები ქუთაისში" "ფოტოგრაფები ქუთაისში"დაიწყო საინტერესო ბლიც ინტერვიუები ქუთაისელი ფოტოგრაფების პოპულარიზაციისთვის.

ინფოქუთაისი უცვლელად გთავაზობთ ბლიცებს, ხოლო რუბრიკის პირველი სტუმარი არის, ფოტოგრაფი, რადიოწამყვანი და მთამსვლელი, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" წევრი გიგა შუბითიძე

RSS არხის გადმოწერა