Menu

"ახალი წელი 2015" ქუთაისში

ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილება აქვეყნებს საახალწლო ღონისძიებათა ჩამონათვალს.

პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს!

“1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში მატარებელი პირველად ჩავიდა. ჩავიდა ისე, რომ ქ.ქუთაისი არ გაუვლია. შეცდომა 1877 წელს მცირედ გამოსწორდა მაშინ, როცა სარკინიგზო მაგისტრალს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ჩიხით შეუერთდა.
თითქმის საუკუნე ნახევრის შემდეგ საქართველოს მთავარი ავტომაგისტრალი ქუთაისს 12 კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის. დასავლეთშიც არ გადის ჰაივეი და ავტობანები ქალაქის ცენტრში და ამით თითქოს არაფერი იცვლება, მაგრამ აბრეშუმის გზის ის მონაკვეთი, რომელიც ქუთაისს კვეთს, ქალაქის ძირითად ბიზნეს არტერიად ითვლება და არცთუ ისე ცოტა მოსახლის შემოსავლის წყაროა.

კლუბმა „თეთნულდმა“ რაჭის მიწისქვეშეთში ახალი მღვიმე აღმოაჩინა. (ექსკლუზიური ფოტოები)

კლუბი "თეთნულდი" რაჭაში ორდღიანი ექსპედიციით მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდა. კლუბის წევრების განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიზეზით, მღვიმის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა არ მიეცათ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი მღვიმის სათაფლიის მღვიმესთან შედარება შეიძლება.

ვანის რაიონში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვანის რაიონში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით 1993 წელს დაბადებული ალექსანდრე რ. დააკავეს.

25.06.2013 - ერისიონს ქუთაისში "მშობლიური გარემო" შეუქმნეს?!

დღეს ქუთაისში გრაფიკული გამოსახულება გაჩნდა კედლებზე, რთული არ იყო მიმხვდარიყო გამვლელი გამოსახულებების მიზეზს. შეგახსენებთ დღეს 25 ივნისს ქუთაისში კონცერტი აქვს სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლ "ერისიონს" რომელმაც რამოდენიმე თვის უკან კონცერტი გამართა კრემლის საკონცერტო დარბაზში, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პროტესტის გამოიწვია და ახალგაზრდების ჯგუფი აპროტესტებენ ანსამბლის გასტროლს ქუთაისში და ამბობენ: "ანსამბლმა, რომელმაც კრემლის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა უფლება არ აქვს ქუთაისში იცეკვოს და იმღეროს"
კონცერტამდე რამოდენიმე დღით ადრე კი სოციალურ ქსელში გამოჩნდა პოსტერი წარწერით "კრემლისიონი".

იუნესკომ ბაგრატი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დატოვა

კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, იუნესკომ ბაგრატი, გელათი და მცხეთა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დატოვა. ინფორმაციას ყოფილი მინისტრის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:
"იუნესკომ ბაგრატი, გელათი და მცხეთა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დატოვა საკუთარი, 37-ე სესიის გადაწყვეტილებით. ანუ, მთელი პოლიტ-ჟრიამული ბაგრატის რესტავრაციის გარშემო საბოლოოდ დაიშალა ქვიშის სახლივით. გილოცავთ, ვისაც გიხარიათ!"

RSS არხის გადმოწერა