Menu

28.04.2013 - ხანძრის შედეგად საბუღალტრო სკოლა დაიწვა

ქუთაისში წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა.  ხანძრის შედეგად საბუღალტრო სკოლის ინვენტარი განადგურდა. დაზიანებულია ტერიტორიაზე განთავსებული კომერციული ფართებიც. ხანძრის ლოკალიზება სახანრო - სამაშველო ჯგუფმა დროულად შეძლო. ცეცხლის გაომწვევი მიზეზების დასადგენად შესაბამისი სამსახურები იმსჯელებენ.

2 მაისს "გვირილობას" ქუთაისს "სხვა შუადღე" მიულოცავს

27 აპრილს თეთრხიდზე უჩვეულო სიტუაციის მომსწრე გახდა საზოგადოება, კერძოდ, გადაღებებს "რუსთავი 2" –ის გადაცემა "სხვა შუა დღე" –ს შემოქმედბითი ჯგუფი აწარმოებს, გადაცემის თემაა ქუთაისი, კერძოდ კი "გვირილობის" დღესასწაული.
ჩანაწერი "რუსთავი 2"– ის ეთერში ორ მაისს გავა და მთლიანად ქუთაისს დაეთმობა. ქალაქის ისტორიას და მის ღირშესანიშნაობებს, თუმცა მთავარი ხაზი მაინც "გვირილობის" ქუთაისური დღესასწაული იქნება.

30/04/2013 - “ტორპედო” – “დინამო” 1:1 (1:1)

30 მარტი. 18:00. ქუთაისი.  “ცენტრალური”.  9500 მაყურებელი
“ტორპედო”: მიგინეიშვილი, ზაზა ჭელიძე, გიორგი ონიანი, ტაბატაძე, გიგაური, გიორგი გურული, საბანაძე, კუხიანიძე, დოლიძე (ტუღუში, 83), ბერიაშვილი (ფანცულაია, 66), ელგუჯა გრიგალაშვილი (ვალერი ბოლქვაძე, 77).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
“დინამო”: ლორია, უსტარიცი, გივი კვარაცხელია, შაშიაშვილი, მილხრაუმი, ხმალაძე (ალვარო, 77), გრაიციარი, ძარია, მერებაშვილი (გლიშიჩი, 84), ჩისკო, დვალი (ტატანაშვილი, 86).
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (29), 1:1 ჩისკო (42),
გაფრთხილება: უსტარიცი (50), შაშიაშვილი (90+3).
არბიტრი: ოთარ ხეცაძე (თბილისი)

RSS არხის გადმოწერა