Menu

კვლევა და ანალიზი

ერთ-ერთ განმარტების თანახმად, კვლევა ახალი ცოდინის შექმნაა. იგი ჩვენი ცხოვრების თანამდევი პროცესია.
პირველ შემთხვევაში ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას სხვადასხვა დაწესებულებების შესახებ და ვახდენთ ამ ინფორმაციის შედარებას, მეორე შემთხვევაში კი ვცდილობთ დავადგინოთ, თუ რა წესები და ღირებულებებია ჯგუფში, როგორ იქცევიან მისი წევრები, რა მოსწონთ და რა არა.
მეცნიერული კვლევა ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სიტუაციებისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ მკვლევარი უფრო მკაცრ წესებს იცავს. სუბიექტური შეხედულებების ნაცვლად, დასკვნების გამოტანისას იგი ობიექტურ, გადამოწმებად ფაქტებს ეყრდნობა.  ამ ინსტრუქციის მიზანია, დაგეხმაროთ თქვენი იდეებისა და კითხვების კვლევით პროექტებად ჩამოყალიბებაში.

რას ვიკვლევთ?

ამ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად კონკრეტული. თუ თქვენ ვერ შეძლებთ კვლევითი პროექტის იდეის მოკლედ, ერთ  წინადადებაში ჩამოყალიბებას, ესე იგი კვლევა ძალიან ზოგადია, ბუნდოვანი ან ნაკლებად გააზრებული.

რა დანიშნულება აქვს პროექტს?

კვლევის დანიშნულების ფორმულირება დიდ ზეგავლენას ახდენს კვლევის სტრატეგიაზე და საბოლოო ანგარიშის ფორმატზე. ვინ და როგორ გამოიყენებს კვლევის შედეგებს? მიიღებთ თუ არა პასუხს ყველა კითხვაზე?  ხომ არ არის კვლევითი პროექტი ზედმეტათ ფართო, ან  პირიქით ვიწრო.

ვინ მონაწილეობს კვლევაში?

ადამიანებს, რომლებიც კვლევაში იღებენ მონაწილეობას, რესპოდენტებს უწოდებენ. კვლევის საწყის ეტაპზე არ არის აუცილებელი, ვიცოდეთ კვლევაში ჩართული ადამიანების ზუსტი რაოდენობა  თუმცა მკვლევარმა უნდა იცოდეს, რა ნიშნით შეარჩევს მონაწილეებს, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ადამიანებთან დაკავშირება კვლევის ვადებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით? რაც უფრო მეტ ადამიანს გამოვიკითხავთ მით უფრო სანდო იქნება ჩვენი კვლევის შედეგები.

როგორ და როდის განხორციელდება კვლევა?

ამ კითხვაზე პასუხით მკვლევარი აფასებს რესურსებს მათ შორის დროს და ბიუჯეტს. რამდენად რეალისტურია პროექტის ვადები?  რამდენად ხელმისაწვდომია რესპოდენტები? და ა.შ მას შემდეგ, რაც მკვლევარი უპასუხებს საკვანძო კითხვებს  იგი აყალიბებს კვლევითი პროექტის იდეას ერთ წინადადებაში, შემდეგ აჩვენებს ფორმულირებას სხვა ადამიანებს გასაგებია თუ არა მათთვის, თუ რას შეეხება თქვენი კვლევა?

როგორ შევადგინოთ კითხვარი?

სწორად დასმული კითხვა  - კვლევითი პროექტის წარმატების საფუძველია. არანაკლები მნიშვნელობა აქვს კითხვების თანამიმდევრობასაც. ანკეტირებით მიღებული ინფორმაციის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ გააზრებულად არის შედგენილი ანკეტა. ზოგიერთი ანკეტა ისეა შედგენილი, რომ რესპოდენტი იბნევა. მეორე სახის ანკეტებში რესპოდენტი კითხვაზე სწორ პასუხს წინა კითხვიდან ხვდება. მესამე სახის ანკეტაში კითხვები არასრულია და არ აძლევს მკვლევარს ამომწურავი იფორმაციის შეგროვების შესაძლბლობას.
კითხვარი როგორც წესი, სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება.
1.შესავალი ნაწილი;
2.ზოგადი ინფორმაცია რესპოდენტის შესახებ;
3.ძირითადი ნაწილი;


Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 652

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/infokuta/public_html/libraries/joomla/filter/input.php on line 654