Menu

ქუთაისის მერიამ ტურისტული ლოგოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის მერიის ტურიზმის განყოფილება განცხადებას ავრცელებს. ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოვლენილი, გამარჯვებული ტურისტული ლოგო ბათილად იქნა ცნობილი. ქუთაისის ახალ ლოგოს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თემას გამოეხმაურა ჩვენი პორტალიც.

ქუთაისის საიმიჯო ტურისტული ლოგო თუ ბაგა-ბაღის აბრა?!.

"სულ უფრო ვრწმუნდებოდი, აუცილებელია ადამიანს გაგანჩდეს ერთი სავსებით ჩვეულებრივი რამ - გემოვნება“
ვაცლავ ჰაველი.    


ლოგო(ლოგოტიპი) არის კომპანიების, ბრენდების, ქვეყნების, ქალაქების უნიკალური გრაფიკული ნიშანი. მას  იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, კომერციული კორპორაციები და ინდივიდუალური პიროვნებებიც კი.

სიტყვა ‘’ლოგო’’ გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნეში, თავდაპირველად სიტყვის ” სინონიმი ”ლიგატურა” იყო და წარმოადგენდა ტოპოგრაფიული შრიფტის ორი ან სამი ასოს გაერთიანებას. დღეს ლოგო  შედგება გრაფიკული გამოსახულებისაგან ან გაფორმებული, დასახელების შემადგენელი ასოებისაგან. შესაბამისად, არსებობს  ორი სახის: გრაფიკული და ტექსტური ლოგო (ლოგოტიპი).