Menu

ქუთაისში მცხოვრები კვირიკაშვილების ოჯახი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.

საკუთარი ბინის რეაბილიტაციის გამო ქუთაისში მცხოვრები კვირიკაშვილების ოჯახი შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.

იტალიურ ეზოში, თბილისის ქუჩის ნომერ 24-ში მცხოვრებმა მრავალსულიანმა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ თითქმის  ამორტიზებული საცხოვრებელი სახლის შეკეთება გადაწყვიტა. რეკონსტრუქციის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათ წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა. საჩივარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აღძრა. ისინი კვირიკაშვილებს მეცხრამეტე საუკუნეში აგებული შენობის იერსახის დამახინჯებაში სდებენ ბრალს.