Infokutaisi.com | v.2

  • შესვლა
  • Sign up
    რეგისტრაცია
    ვარსკვლავით (*) მონიშნული ველების შევსება აუცილებელია.
    სრული სახელი: *
    მონაწილის სახელი: *
    ელფოსტა: *
    პაროლი: *
    პაროლის შემოწმება: *
  • Search
მთავარი arrow ახალი ამბები arrow პოლიტიკა arrow მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარში ფიცი დადო [ფოტო რეპორტაჟი]
მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარში ფიცი დადო [ფოტო რეპორტაჟი] ბეჭდვა ელფოსტა

Imageმიმდინარე წლის 21 იანვარს ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, საქართველოს მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერის წინაშე ფიცი დადო. “ჩვენ ვამთავრებთ ცერემონიას და ვიწყებთ საქართველოს აღმშენებლობას.

როგორც სიმბოლოს ჩვენი აღმშენებლობისა და სიძლიერისა, ვდებთ პირობას, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მეურვეობით, ასევე საუკეთესო სპეციალისტების მეშვეობით, უახლოეს კვირებში დაიწყება ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები” – განაცხადა პრეზიდენტმა. 

ღონისძიებამ ესწრებონენ აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ინაუგურაციამ უცხოელი სტუმრების გარეშე ჩაიარა.  

ქუთაისის მოსახლეობა სულმოუთმენლად ელოდა პრეზიდენტის ტაძარში გამოჩენას. დაახლოებით 2 საათისთვის ტაძრისკენ მიმავალი ქუჩები სავსე იყო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებით. საზოგადოება პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევას ულოცოცავდა.

ინაუგურაციის ცერემონიალი ბაგრატის ტაძრის შესასვლელთან გამართული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლის წევრები მონაწილეობდნენ.


გთავაზობთ ფოტო რეპორტაჟს:

დღის ორი საათისთის ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალი ყველა გზა

Image

Image

ცერემონიის ნახვის მსურველებმა გალავნის გარეთ მოიყარეს თავი

Image

მთელი დღის განმავლობაში სამედიცინო და სახანძრო სამსახურები სპეციალურ რეჟიმში მუშაობდნენ

Image

Image

მედიის წარმომადგენლებმა მოვლენების ცენტრში ამჯობინეს ყოფნა

Image

მოძრავი სატელევიზიო სადგურები შორი ახლოს მიმალულ ადგილას

Image

სპეცრაზმის წარმომადგენლები სიტუაცის შორიდან აკონტროლებდნენ

Image

ცერემონიალი 1 საათის დაგვიანებით, 3 საათზე დაიწყო, თუმცა მანამდე ყველა და ყველაფერი მზად იყო...

ხალხი

Image

Image

Image

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი

Image

მოხუცებსაც კი... ისინი ცდილობდნენ მხნედ წინა ადგილები დაეკავებინათ რადგან თავიანთი გულის ტკივილი წერილის სახით მიეწოდებინათ პრეზიდენტისთვის

Image

გაისმა ზარების ხმა და ხალხის ყურადღება ეზოს მთვარ შესასვლელისკენ გადავიდა

Image

ტაძარში პირველი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II მივიდა

Image

ხოლო ნახევარ საათში კი მიხეილ სააკაშვილი...

Image

Image

საქართველოს ახლად არჩეულ პრესიდენტს ხალხი გამარჟვებას ულოცავდა ხოლო პრეზიტენტი ტაძრისკენ გაემართა თანმხლებ პირებთან ერთად და ცერემონიალი დაიწყო ტაძარში.

Image

ტაძრის გარეთ - ჩოხოსნები და მედროშეები

Image

ცერემონიალის დასრულების შემდეგ კათალიკოს პატრიარქმა იქადაგა და გამთლიანებისკენ მოუწოდა სრულიად საქართველოს, ხოლო პრეზიდენტს სთხოვა შერიგების პირველი ნაბიჯი თავად გადაედგა, ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მან ბეთლემიდან ჩამოტანილი შობის ხატი აჩუქა.

საჩუქრები, ქუთათელ გაენათის მიტრო პოლიტ მეუფე კალისტრატემაც გადასცა, მიხეილ სააკაშვის ბაგრატის ტაძრის და ღვთისშობლის ხატები აჩუქა ხოლო სანდრა ელისაბედ რულოვს ქართველი დედის მანდილი წარწერით "ჩვენთან არს ღმერთი", საჩუქრი ასევე მიიღო უწმინდესმა და უნეტარესმა, მას მეუფემ სპევიალურად კათალიკოს პატრიარქისთვის სჯავდებულის ხელით შექმნილი ჯვარი გადასცა.

მიხეილ საკაშვილმა დადო პირობა უახლოეს კვირეებში დაიწყება ბაგრატის ტაძრის აღდგენის ინტენსიური სამუშაოები სადაც მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები იქნება ჩართული. რის შემდეგაც სტუმრები გარეთ ხალხთან შესახვედრად გამოვიდა და ცაში სულიწმინდის სიმბოლო მტრედები გაუშვეს.

Image

Image

მიხეილ სააკაშვილი ხალხს მიესალმა და მას წერილები გადასცეს

Image

პრეზიდენტი მესასვლელთან იქვე მდგარ ჟურნალისტებთან გაემართა

Image

ხალხი "მიშა, მიშას" სკანდირებდა

Image

ცერემონიალი ფოკლორულლი ანსამბლის კონცერტით დასრულდა

Image

 

Image

ჩერემონიალი საღამოს 4 საათისთვის დასრულდა, ის დაახლოებით 1 საათი მინდინარეობდა, ხალხის სიმრავლის გამო გაძნელდა ეზოდან გამოსვლა, რამოდენიმე მოხუცს მოუწია სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადებიდან პირველადი დახმარების ჩატარება, თუმცა მნიშვნელოვანი ექსესები არ მომხდარა, დღემ მშვიდათ ჩაიარა

 

Image

Image

იმედია უახლოეს მომავალში საქართველოს ვიხილავთ ერთიანს და ბაგრატის ტაძარს დაუბრუნდება გუმბათი.

Image

ღმერთი გფარავდეთ

 

 

 
< წინა   შემდეგი >

ვებსტუდია DesignClub.ge


  • ვებსტუდია DesignClub.ge კომპანია ITDC-სთან ერთად მუშაობს იმერეთშისახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებგვერდზე www.imereti.ge

  • ვებსტუდია DesignClub.ge ანხორციელებს რადიოკომპანია "ძველი ქალაქის" ვებგვერდის განახლებას.

ინფორმაცია

საიტის ადმინისტრაცია გთხოვთ!..
თუ აქტიური მომხმარებელი ხართ ინფო–ქუთაისის, გთხოვთ მოგვაწოდოთ იდეები საიტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, აგრეთვე მოგვწერეთ ინფორმაციები ქალაქში მიმდინარე მოვლენების და ღონისძიებების შესახებ.
ინფო-ქუთაისზე შეგიძლიათ ისარგებლოთ:

ინფორმაცია

ფოტო

თბილისი 90–იან წლებში
Highslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JS
«ივლისი 2010 
ორსმოთხთპრშბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ინტერნეტ მაღაზია

იყიდება
ავტო ბაზრობა

oldgall.jpg

რეკლამა

www.autumn.ge
ბესიკ ცეცხლაძის პერსონალური გვერდი, დაათვალიერეთ ბესიკის შემოქმედება
www.designclub.ge
ვებსტუდია რომელმაც უამრავი საინტერესო პროექტი შესთავაზა ქუთაისს.
www.kutaisi.com.ge
ქუთაისის ვირტუალური მეგზური - პირველი საიტი რომელიც 9 წლის უკან შეიქმნა ქუთაისზე
 
არჩილ გეგენავას პერსონალური ფოტო ნამუშევრები. 
 
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო

გამოკითხვა

რუსეთი საქართველოს...