Infokutaisi.com | v.2

  • შესვლა
  • Sign up
    რეგისტრაცია
    ვარსკვლავით (*) მონიშნული ველების შევსება აუცილებელია.
    სრული სახელი: *
    მონაწილის სახელი: *
    ელფოსტა: *
    პაროლი: *
    პაროლის შემოწმება: *
  • Search
მთავარი arrow ახალი ამბები arrow ეკონომიკა arrow „დამზადებულია ქუთაისში“
„დამზადებულია ქუთაისში“ ბეჭდვა ელფოსტა

ანუ რას ველოდებით ეგვიპტური კომპანიისმილიარდ 200 მილიონ 800 ათასიანი ინვესტიციით

ImageMADE IN KUTAISI - ამ სამარკო ნიშნით 5 თვეში მსოფლიობაზარზე ქუთაისური უთო, მაცივარი, ტელევიზორი, კონდიციონერი, გაზქურა და კერამიკაცკი უნდა გამოჩნდეს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, 12 ახალი ქარხანა, 15000დასაქმებული და ეგვიპტური კომპანია „ფრეშის“ მილიარდ 200 მილიონ 800 ათასდოლარიანი ინვესტიცია უპრეცენდენტო ქუთაისური კეთილდღეობის მირაჟებს ქმნის, თუმცა,ეს რომ რეალობად იქცევა და სკეპტიციზმი ამ შემთხვევაში უადგილოა, ამაზე ქალაქისმერი ნუგზარ შამუგია მოგვიყვება.
- ბატონო ნუგზარ, კონკრეტულად ამეტაპისათვის რა მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული და ამჟამად რა სამუშაოებიმიმდინარეობს?

- რატომღაც, ხალხს არ ესმის და არ უნდა გაიგოსავტოქარხნის პერსპექტივები. ბევრს ამ პროექტის მიმართ გაურკვეველი დამოკიდებულებააქვს, მარტო ოპოზიციას კი არა, მეგობრები, ახლობლები, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს,ყველა მეკითხება, მართალია თუ არა ახალი ქარხნების ამუშავების ამბავი. ყველასმინდა ვუთხრა, რომ ეს მართალია. ქუთაისში ძალიან სერიოზული ინვესტიცია შემოვიდა დამას პრეზიდენტის თანდასწრებით მოეწერა ხელი. ინვესტორებმა 3 მილიონ დოლარამდემარტო იმ ადგილში გადაიხადეს, სადაც ეს ქარხანა უნდა ამუშავდეს და ტყუილად ამ ფულსინვესტორი არ გადაყრიდა. ეს არის ავტოქარხნის ამკრეფ-ჩამბარებელი წარმოების 12ჰექტრიანი, გადახურული შენობა, თუმცა რა მასშტაბებიც მათ აქვთ, ეს ტერიტორია არეყოფათ და კიდევ, დამატებით, 15 ჰექტარი მიწა მოითხოვეს. ასეთი მასშტაბური პროექტიარათუ ქუთაისში, საქართველოშიც არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით ნავთობსადენს.ეს არის მილიარდ 200 მილიონ 800 ათას დოლარიანი ინვესტიცია, რაც საშუალებასიძლევა, რომ 12 ქარხანა აშენდეს. ეს თანხა ერთ წელიწადში უნდა იქნას ათვისებული.ავტოქარხანაში ახლა ყოველწუთიერი მუშაობა მიდის, დანადგარები, რომელიც გზაშია და2-3 თვეში ჩამოვა, დროულად დამონტაჟდეს.

- პროდუქციის გამოშვება როდიდანგახდება შესაძლებელი?

- მაქსიმუმ ხუთ თვეში პროდუქცია უნდა დავდოთ, 3-4 თვეშიდანადგარები უნდა ჩამოვიდეს. ერთი წლის მერე კი, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში,კიდევ 2 მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.

- რა სახის პროდუქციასგამოუშვებს ახალი ქარხნები?

- ეს იქნება ელექტროსაქონელი, რომელიც კომპანია „ფრეშის“მარკით გამოვა: კონდიციონერი, ვენტილატორი, უთო, ტელევიზორი, მაცივრები,გაზქურები... ასევე ამუშავდება სამკერვალო საამქროები. დაგეგმილია კერამიკულიქარხნის ამუშავება, რომელიც შროშისა და და გუმბრინის თიხით მომარაგდება. ამითახლომდებარე რაიონების სამრეწველო რესურსებსაც გამოვიყენებთ. რაც ყველაზე მთავარია,ავტოქარხანაში გამოშვებული პროდუქცია იქნება იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი.აქ იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ინვესტორები გარკვეული საგადასახადოშეღავათებით ისარგებლებენ, რაც მათ პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის და ისგავა როგორც ამიერკავკასიის, ასევე შუა აზიის ბაზარზეც.

- თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება რა სტადიაშია?

- ეკონომიკის სამინისტროში ბრძანება უკვე გამოცემულიაქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბებაზე, როგორც ფოთში გაკეთდა.ჩვენთან თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდა მხოლოდ ის ტერიტორია და ის მიწები,სადაც განლაგებულია ეს ქარხანა. ახლა მთავარია სწრაფად მომზადდეს კორპუსიიმისთვის, რომ მოხდეს მონტაჟი ჩარხ-დანადგარების, რომლებიც უკვე გზაშია დადაახლოებით ორ თვეში ელოდებიან.

- ყველაზე აქტუალური კითხვა ქუთაისელებისათვის - რამდენიადამიანი დასაქმდება?

- დღეს უკვე ველოდებით 1000 კაცის დასაქმებას. პირველ რიგშიითხოვენ სპეციალისტებს: ელექტრიკოსებს, მემონტაჟეებს, მექანიკოსებს, რათა რაცშეიძლება მალე მოხდეს ამ დანადგარების, როგორც მონტაჟი, ასევე მათი გაშვებაექსპლუატაციაში. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში კადრების საკითხი აუცილებლადგადაწყდება. ასევე უნდა მოხდეს ამ კადრების კვალიფიკაციის ამაღლება. არ არისგამორიცხული, ახალგაზრდა კადრების გარკვეული ნაწილი გაუშვან საზღვარგარეთგადასამზადებლად, რომ გარკვეული პროფესიები შეიძინონ.

- შერჩევის კრიტერიუმი როგორ იქნება?

- კადრების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. მათსჭირდებათ მეტწილად მცოდნე კადრები. ბუნებრივია, მექანიკოსის და მემონტაჟის  პროფესიას უცებ ვერ ასწავლი. შემდეგ კი ხალხისგადამზადება საჭირო იქნება, სხვანაირად ქარხანას ვერ აამუშავებენ, რადგანაც იმთანამედროვე ტექნოლოგიურ დანადგარებს, რაც მათ მოაქვთ, თანამედროვე აზროვნება უნდადა ასეთი თანამედროვე აზროვნება კი ჩვენი ხალხისთვის ჯერ პრობლემურია, რადგანაცარც ურთი საწარმო აღარ მუშაობს.

- პირველ ეტაპზე მაინც ელექტროსაქონელი დამზადდება?

- კი, პირველ ეტაპზე ელექტროსაქონელი გამოვა. კერამიკისსაწარმო, ალბათ, მომდევნო ეტაპზე ამუშავდება. სხვადასხვა დანადგარები და ღუმელებიჩამოსატანია. ტექნოლოგიური პროცესები განსაზღვრავს, რომელი საწარმო გაეშვებაპირველად და რომელი შემდეგ.

- მენეჯმენტი მთლიანად უცხოურიიქნება?

- მენეჯმენტი მათი იქნება - ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში.გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება, ჩვენი ხალხიც ჩაერთოს, მაგრამ ჯერ ასეა,რადგანაც კერძო საწარმოა.

- დასაქმებულთა მასშტაბურ რაოდენობაზე ისაუბრა პრეზიდენტმა.საბოლოო ჯამში, რამდენი ადამიანი დასაქმდება, რეალური ციფრებით რომ ვისაუბროთ?

- მთლიანობაში, როცა ყველა საწარმო ამუშავდება, ალბათ,15000 კაცი დასაქმდება. მაგრამ კიდევ 2 მილიარდზეა საუბარი, ერთი წლის შემდეგ ესრომ დამთავრდება და მეორე ეტაპი დაიგეგმება, დაახლოებით 10000 კაცამდე დასაქმდება.

- ეს კადრები, მეტწილად, ავტოქარხნის ყოფილი თანამშრომლები იქნებიან?

- მეტწილად კი არა, ასე იქნება, იმიტომაც, რომ ავტოქარხნისმუშებს გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ. რაც ელექტროობასთან დაკავშირებით უნდაგაკეთდეს, ქარხნის ყოფილ მუშებს ამაში ძველი პრაქტიკა გამოადგებათ. ქარხანაშიასევე ამუშავდება მეტალურგიული საწარმო, საიარაღო საწარმო, იმიტომ, რომ ამდანადგარებს დასჭირდება რაღაც იარაღები. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ავტოქარხნისგამოცოცხლებას გამოიწვევს, 

- ქუთაისელების ნაწილს დასაქმებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება ჯერ კიდევინდური ინვესტიციის - მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის დროს გაუჩნდათ, როცააქაური კადრები ნაკლებად დასაქმდნენ. ამჯერადაც ხომ არ გაუცრუვდებათ იმედები და რაშეიძლება გააკეთონ დასაქმების მაძიებლებმა ამ ეტაპზე?

- ავტოქარხნის პირველ შესასვლელთან არის კადრებისგანყოფილება და შეუძლიათ, იქ მივიდნენ, გაეტარონ გვარით, სახელით, საკონტაქტოინფორმაციით, პროფესიით და, როცა იქნება გასაუბრება, მათ დაუძახებენ.

- ანუ ქუთაისელთა მომავალი კეთილდღეობის ეს დაპირება  არ არის საცხრააპრილო დაპირება?

- ეს ხომ არ არის ისეთი საკითხი, წლები რომ დასჭირდეს, 2-3თვეში ყველაფერი გამოჩნდება, ჰოდა, არამგონია, ვინმემ 5 მილიონი დოლარი გადაყაროს,იყიდოს რაღაც და მერე იქ არაფერი გააკეთოს.

არჩევნები რომ იყოს, მესმის, ვიღაცას რაღაცას დაჰპირდე.ხოლო რაც შეეხება ინდურ ინვესტიციას, მინდა ერთი რამ ვთქვა, როცა ახალი ტექნოლოგიაშემოდის, ძალიან კარგად ვიცი, რა არის მეტალურგია. მას სჭირდება თავისისპეციალისტი. კომუნისტურ პერიოდშიც არ გვყავდა ჩვენ მეტალურგები. თითზეჩამოსათვლელი მეტალურგები გვყავდა ავტოქარხანაში. ჩვენ უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომსანამ ტექნოლოგიური პროცესები არ აეწყობა, გაეშვება და სანამ არ გაიზრდება ახალიკადრი, მანამდე არ არის გამორიცხული, რომ ძირითადი სპეციალისტები იყვნენუცხოელები, თუნდაც ახალ ქარხანაში. ავტოქარხანა რომ ამუშავდა თავის დროზე, მაშინბევრი რუსი და გერმანელი მუშაობდა, ყველა საამქროს ხელმძღვანელი რუსი იყო.გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ქართველები დარჩნენ. ინდოელ კაპიტალისტს სულ არუნდა, ინდოეთიდან ჩამოიყვანოს კაცი და ადგილობრივზე ორჯერ მეტი მისცეს ხელფასი.

მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს.

ნინო ჯანელიძე
წყარო: „P.S.“ 
სტატიზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
 
 
 
შემდეგი >

ვებსტუდია DesignClub.ge


  • ვებსტუდია DesignClub.ge კომპანია ITDC-სთან ერთად მუშაობს იმერეთშისახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებგვერდზე www.imereti.ge

  • ვებსტუდია DesignClub.ge ანხორციელებს რადიოკომპანია "ძველი ქალაქის" ვებგვერდის განახლებას.

ინფორმაცია

საიტის ადმინისტრაცია გთხოვთ!..
თუ აქტიური მომხმარებელი ხართ ინფო–ქუთაისის, გთხოვთ მოგვაწოდოთ იდეები საიტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, აგრეთვე მოგვწერეთ ინფორმაციები ქალაქში მიმდინარე მოვლენების და ღონისძიებების შესახებ.
ინფო-ქუთაისზე შეგიძლიათ ისარგებლოთ:

ინფორმაცია

ფოტო

თბილისი 90–იან წლებში
Highslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JS
«ივლისი 2010 
ორსმოთხთპრშბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ინტერნეტ მაღაზია

იყიდება
ავტო ბაზრობა

oldgall.jpg

რეკლამა

www.autumn.ge
ბესიკ ცეცხლაძის პერსონალური გვერდი, დაათვალიერეთ ბესიკის შემოქმედება
www.designclub.ge
ვებსტუდია რომელმაც უამრავი საინტერესო პროექტი შესთავაზა ქუთაისს.
www.kutaisi.com.ge
ქუთაისის ვირტუალური მეგზური - პირველი საიტი რომელიც 9 წლის უკან შეიქმნა ქუთაისზე
 
არჩილ გეგენავას პერსონალური ფოტო ნამუშევრები. 
 
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო

გამოკითხვა

რუსეთი საქართველოს...