ახალი ამბები
პოლიტიკა
დეპუტატი აკაკი ბობოხიძე პარლამენტის ქუთაისში გადატანის ინიციატივით გამოდის | დეპუტატი აკაკი ბობოხიძე პარლამენტის ქუთაისში გადატანის ინიციატივით გამოდის |
|
|
პარლამენტარი აკაკი ბობოხიძე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თბილისიდან გატანის ინიციატივით გამოდის.ბობოხიძე მოითხოვს, საპარლამენტო ქალაქად ქვეყნის მეორე დედაქალაქი - ქუთაისი დასახელდეს.
აღნიშნულ ინიციატივაზე დეპუტატმა დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ისაუბრა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ერთი თვის წინ ქუთაისელმა მწერლებმა, მსახიობებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა და პედაგოგებმა 3000-მდე ხელმოწერაც შეაგროვეს და აკაკი ბობოხიძეს სწორედ ამ ინიციატივაზე განცხადების გაკეთება სთხოვეს. ‘’ეს ქუთაისის და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ერთადერთი გადარჩენის შანსია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონები ხალხისგან იცლება და ყველაფერი თბილისში იყრის თავს’’, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. დღესვე ქუთაისში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც პარლამენტის ქუთაისში გადავლასთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებს. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელად უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ონიანი აირჩიეს. მათ დღესვე შესაბამისი განცხადების ტექსტი შეიმუშავეს და პრეზიდენტს მიმართა. წყარო: interpressnews.ge |
| < წინა | შემდეგი > |
|---|

| ტელეპროგრამა |
| ანეკდოტები |
| იყიდება |
| ავტო ბაზრობა |