Infokutaisi.com | v.2

  • შესვლა
  • Sign up
    რეგისტრაცია
    ვარსკვლავით (*) მონიშნული ველების შევსება აუცილებელია.
    სრული სახელი: *
    მონაწილის სახელი: *
    ელფოსტა: *
    პაროლი: *
    პაროლის შემოწმება: *
  • Search
მთავარი arrow ახალი ამბები arrow საზოგადოება arrow შამბა არ გამორიცხავს ბაგრატის ტაძარიში აფხაზი დედოფალის ნეშტი იყოს ნაპოვნი
შამბა არ გამორიცხავს ბაგრატის ტაძარიში აფხაზი დედოფალის ნეშტი იყოს ნაპოვნი ბეჭდვა ელფოსტა
Imageსერგეი შამბა არ გამორიცხავს, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ნაპოვნი სამარხი აფხაზთა ერთ-ერთი დედოფლის ნეშტი იყოს. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა არ გამორიცხავს, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ნაპოვნი სამარხი, აფხაზთა ერთ-ერთი დედოფლის ნეშტი იყოს, მაგრამ არსებულ ვითარებაში, სამარხის შესწავლაში აფხაზი ისტორიკოსების მონაწილეობას გამორიცხავს. 
შამბას განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ VIII-IX საუკუნეებში აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი ქუთაისში იყო, მართლაც არ არის გამორიცხული, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ნაპოვნი სამარხი აფხაზთა სამეფოს მმართველი ელიტის წარმომადგენლი იყოს. 
პროფესიით ისტორიკოს სერგეი შამბას თქმით, ეს სრულიად რეალურია, ვინაიდან აფხაზთა სამეფოს სამეფო დინასტია ლეონიდების რეზიდენცია სწორედ ქუთაისში იყო. მისივე განმარტებით, იგი სამარხის შესწავლაში იმ შემთხვევაშიც არ მიიღებდა მონაწილეობას, თუ ამგვარი წინადადებით მას ქართველმა ისტორიკოსებმა მიმართეს. 
`ამგვარ წინადადებას არ მივიღებდი, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი ხანია მეცნიერებას მოწყვეტილი ვარ, თუმცა უნივერსიტეტში ლექციებს კი ვკითხულობ. რაც შეეხება ამ საქმეში სხვა აფხაზი მეცნიერების მონაწილეობას, იმ ვითარებაში რომელშიც ვიმყოფებით, არა მგონია აფხაზმა ისტორიკოსებმა ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა ისურვონ~, - განუცხადა `ინტერპრესნიუსს~ სერგეი შამბამ, რომლის თქმითაც, იგი ყურადღებით მიადევნებს თვალს ნაპოვნის შესახებ ქართველ მეცნიერთა კვლევას. 
ბაგრატის ტაძრის ეზოში ნაპოვნი სამარხის აფხაზურ კვალს არ გამორიცხავს ასევე თბილისში მცხოვრები აფხაზი ისტორიკოსი ზურაბ ანჩაბაძე. იგი დარწმუნებულია, რომ სამარხი ქრისტიანული იქნება, ვინაიდან ბაგრატის ტაძრის ეზოში არაქრისტიან დიდგვაროვანს არ დაასაფლაბედნენ. მისივე თქმით, ნაპოვნის აფხაზური კვალი სრულიად არ არის გამორიცხული თუნდაც იმის გამო, რომ აფხაზეთის მეფეების, ლეონიდების სასახლე ბაგრატის ტაძრის ეზოში იყო აგებული და, სავარაუდოდ, ეზოში აფხაზთა სამეფოს არა ერთი დედოფალი უნდა იყოს დაკრძალული, რომლის არსებობის შესახებ ისტორიამ ჯერჯერობით არაფერი იცის.
 
< წინა   შემდეგი >

ვებსტუდია DesignClub.ge


  • ვებსტუდია DesignClub.ge კომპანია ITDC-სთან ერთად მუშაობს იმერეთშისახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებგვერდზე www.imereti.ge

  • ვებსტუდია DesignClub.ge ანხორციელებს რადიოკომპანია "ძველი ქალაქის" ვებგვერდის განახლებას.

ინფორმაცია

საიტის ადმინისტრაცია გთხოვთ!..
თუ აქტიური მომხმარებელი ხართ ინფო–ქუთაისის, გთხოვთ მოგვაწოდოთ იდეები საიტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, აგრეთვე მოგვწერეთ ინფორმაციები ქალაქში მიმდინარე მოვლენების და ღონისძიებების შესახებ.
ინფო-ქუთაისზე შეგიძლიათ ისარგებლოთ:

ინფორმაცია

ფოტო

თბილისი 90–იან წლებში
Highslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JS
«ივლისი 2010 
ორსმოთხთპრშბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ინტერნეტ მაღაზია

იყიდება
ავტო ბაზრობა

oldgall.jpg

რეკლამა

www.autumn.ge
ბესიკ ცეცხლაძის პერსონალური გვერდი, დაათვალიერეთ ბესიკის შემოქმედება
www.designclub.ge
ვებსტუდია რომელმაც უამრავი საინტერესო პროექტი შესთავაზა ქუთაისს.
www.kutaisi.com.ge
ქუთაისის ვირტუალური მეგზური - პირველი საიტი რომელიც 9 წლის უკან შეიქმნა ქუთაისზე
 
არჩილ გეგენავას პერსონალური ფოტო ნამუშევრები. 
 
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო

გამოკითხვა

რუსეთი საქართველოს...