Infokutaisi.com | v.2

  • შესვლა
  • Sign up
    რეგისტრაცია
    ვარსკვლავით (*) მონიშნული ველების შევსება აუცილებელია.
    სრული სახელი: *
    მონაწილის სახელი: *
    ელფოსტა: *
    პაროლი: *
    პაროლის შემოწმება: *
  • Search
მთავარი arrow ახალი ამბები arrow საზოგადოება arrow ერთიანი საქართველოს გუმბათი
ერთიანი საქართველოს გუმბათი ბეჭდვა ელფოსტა

ხელოვნებათმცოდნეები სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას ბაგრატის ტაძრის აღდგენის მეთოდებზე ედავებიან.

Imageხარაჩოებში ჩასმული კედლები, გაბურღული ქვის სვეტები და, მათ ნაცვლად, რკინის არმატურა - ბაგრატის ტაძარს სრული აღდგენისთვის ამზადებენ. მე-11 საუკუნის კედლებს გუმბათს დაადგამენ და ბაგრატი კვლავ გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო გახდება. 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ნიკა ვაჩეიშვილისთვის ეს ტაძრის აღსადგენად საჭირო რკინის არგუმენტია. გუმბათიანი ბაგრატი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვისაც დიდი ხნის ოცნებაა. "საკურთხეველი ღვთისმსახურების გარეშე არ უნდა არსებობდეს", - აცხადებს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრესმდივანი თამარ კვანტალიანი. 
თუკი მე-11 საუკუნის ძეგლი ქართველებისთვის გაერთიანებული სახელმწიფოს სიმბოლოა, იუნესკო-სთვის ის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობაა, რომლის მნიშვნელობაც პატრიოტულ ლოზუნგებსაც სცდება და რელიგიურ ფუნქციასაც. ასეთი მნიშვნელობის ძეგლის სრული რეკონსტრუქცია იუნესკო-სთვის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ომი. როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს გადამწვარი ვარშავის სრული აღდგენა გახდა საჭირო, ორგანიზაციამ პროექტი დაამტკიცა. ბაგრატს კი იუნესკო-ს ეს კრიტერიუმი მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით თუ მოერგება, რომ ტაძარი 1691 წელს მომხდარი თურქების შემოსევისას დაინგრა.
იუნესკო-ს ექსპერტებმა ბაგრატის ტაძარი ბოლოს 2008 წლის ივნისში ინახულეს და დაასკვნეს, რომ ძეგლი სასწრაფოდ უნდა გამაგრდეს. ქართულმა მხარემ გამაგრება საძირკვლიდან დაიწყო. თუმცა, საძირკველში ასეთი მასშტაბური ჩარევა არ გახდებოდა საჭირო, რომ არა გუმბათის დადგმის სურვილი. ეს იდეა ოფიციალურად დამტკიცებულ პროექტში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აისახა. სრული რეაბილიტაციის გეგმა კულტურის სამინისტრომ 2009 წლის 31 ივნისს დაამტკიცა. 
ქართულ მხარეს იუნესკო-სთვის პროექტის დოკუმენტაცია ჯერ არ გაუგზავნია. საქართველოს მთავრობამ ტაძრის კონსერვაცია-რესტავრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და პროექტის დეტალური აღწერა მსოფლიო მემკვიდრეობის კომისიას 2011 წლამდე უნდა შეუთანხმოს. მანამდე რეკონსტრუქციის დაწყება არ შეიძლება. ჯერჯერობით მხოლოდ კედლების გამაგრება ხდება. 
თუმცა, ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი ამტკიცებს, რომ იუნესკო ბაგრატს მკაცრ განაჩენს მისი სრული აღდგენის გარეშეც გამოუტანს. პრობლემა აღდგენის მეთოდშია, რომელიც, მათი აზრით, ძეგლის იმ უძველეს ფენებს აზიანებს, რომლებიც მის უნიკალურობას განსაზღვრავს. 
img_2365.jpg
ბაგრატზე მიმდინარე სამუშაოების შესაფასებლად იუნესკო-ს სპეციალური კომისია საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა. ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილის განცხადებით, კომისიას ბაგრატი უკვე დაზიანებული დახვდება. "დაშლილია გუმბათქვეშა ბურჯების ქვის კვადრები და საკურთხევლის ბურჯთან დამაკავშირებელი თაღები, სვეტები გაბურღულია და, მათ ნაცვლად, ჩადგმულია რკინის არმატურა", - აღნიშნავს ჩაჩხუნაშვილი. 
პროექტის ხელმძღვანელი, არქიტექტორ-რესტავრატორი ვანო გრემელაშვილი ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მისი თქმით, გარღვეული ბურჯები თავის ადგილს დაუბრუნდება, რკინა-ბეტონის ღერო კი ზუსტად იმ ქვით შეიმოსება, რომელიც დროებით ჩამოიხსნა. 
იკომოსი-ს საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური მდივანი, არქიტექტორ-რესტავრატორი ნატო ცინცაბაძე კი სწორედ ამ მეთოდს უწოდებს "ძეგლის ფალსიფიკაციას". "ათასწლოვანი ქვის სვეტები არ შეიძლება იყოს მულაჟი და რკინა-ბეტონის ხიმინჯებს მალავდეს, "ვენეციის ქარტიის" მიხედვით, მემკვიდრეობის ნიმუშის ავთენტურობის შესანარჩუნებლად მისი არც ერთი კომპონენტი არ უნდა იყოს გაყალბებული", - აცხადებს ნატო ცინცაბაძე. 
დავის საგანია საძირკვლისა და სვეტების ბეტონით გამაგრების მეთოდიც. მძიმე დუღაბის გამოყენება გარკვეულწილად გუმბათის დადგმის სურვილმა განაპირობა. ასეთი მასშტაბური სამუშაოები აუცილებელი არ იქნებოდა, უფრო მსუბუქი კონსტრუქცია რომ აერჩიათ.
თავის დროზე ასეთი ბუტაფორიული პროექტი საპატრიარქომ დაიწუნა. ძირითად არგუმენტად ეკლესია ტაძრის აღდგენის არატრადიციულ მეთოდს ასახელებდა, რაშიც განსხვავებული მასალის - ხელოვნური ქვისა და ლითონის გამოყენებას გულისხმობდა. ვერც რესტავრატორებმა და ვერც პროექტის ავტორებმა ეკლესიის სურვილს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. 
არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი იხსენებს, რომ 1987-95 წლებში, ტაძრის სრული აღდგენის მოთხოვნით, სამღვდელოების მხრიდან ზეწოლა არ წყდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ძეგლის ნანგრევების სახით დატოვებისა და მისი ამ ფორმით შენარჩუნების იდეა საბჭოთა პერიოდის მერე საფუძვლიანად აღარ განხილულა. 
ეკლესია ახლაც კატეგორიულად აცხადებს, რომ "საკურთხეველი ღვთისმსახურების გარეშე არ უნდა არსებობდეს". თამარ კვანტალიანის თქმით, საპატრიარქო ამ პოზიციას არ შეცვლის, რადგან ბაგრატის აღდგენა არა ერთი ადამიანის, პატრიარქის, არამედ მთელი მართლმადიდებლური მრევლის გადაწყვეტილებაა. 
თუმცა, ჯერ კიდევ XX საუკუნის 80-იანი წლებიდან წირვა-ლოცვა გადაუხურავ ბაგრატის ტაძარშიც აღევლინებოდა. ამიტომ ხელოვნებათმცოდნეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ბაგრატი უცლელი სახით დაეტოვებინათ და მხოლოდ მის კონსერვაციაზე ეზრუნათ. 
2002 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობასთან კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, ყველა საეკლესიო მნიშვნელობის ნაგებობა, ნანგრევი თუ მიწა საპატრიარქოს გადაეცა. შესაბამისად, როგორც მესაკუთრე, ეკლესია ტაძრის აღდგენაზე კანონიერ პრეტენზიას აცხადებს და ყველა გადაწყვეტილებას მთავრობასთან შეთანხმებით იღებს. 
ეკლესიის სურვილის გარდა, ტაძრის აღდგენა პოლიტიკური ნებაცაა. მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ მას სურს, აღდგენილი ბაგრატი მისი პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე იხილოს. ხელოვნებათმცოდნეთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ როდესაც პრეზიდენტი პირადად გასცემს სამშენებლო-სარესტავრაციო დაკვეთებს, ამით ხელოვნების დარგის პოლიტიზება ხდება.
ბაგრატის აღდგენა საფუძვლიანი კვლევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. 2005 წელს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი ტაძრის კვლევა-პროექტირებაზე, რომელშიც ვანო გრემელაშვილის ორგანიზაციამ "რესტავრატორები და კომპანია" გაიმარჯვა. კვლევებს არქეოლოგები, გეოლოგები და ინჟინრები 2007 წლამდე ატარებდნენ. ტაძარი აიზომა, შეისწავლეს მისი ტექნიკური მდგომარეობა. ექსპედიცია ტაო-კლარჯეთშიც ჩავიდა და X-XI საუკუნეებში აგებული ოშკის, ხახულისა და იშხნის ძეგლები შეისწავლა. ამ კვლევების საფუძველზე გრემელაშვილმა დაასკვნა, რომ ბაგრატის პირვანდელი სახით აღდგენას მოახერხებდა და საბჭოს მისი სრული რეაბილიტაციის პროექტი შესთავაზა. 
იუნესკო გადაწყვეტს, რამდენად არის დაცული კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროექტში ბაგრატის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, უფლებები. ამ უფლებების დარღვევა რომც დადგინდეს, საეჭვოა, საზოგადოებამ ძეგლის ბედის გადაწყვეტა შეძლოს.

წყარო: www.liberali.ge
ავტორი: ეკა ჭითანავა
 
 
< წინა   შემდეგი >

ვებსტუდია DesignClub.ge


  • ვებსტუდია DesignClub.ge კომპანია ITDC-სთან ერთად მუშაობს იმერეთშისახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებგვერდზე www.imereti.ge

  • ვებსტუდია DesignClub.ge ანხორციელებს რადიოკომპანია "ძველი ქალაქის" ვებგვერდის განახლებას.

ინფორმაცია

საიტის ადმინისტრაცია გთხოვთ!..
თუ აქტიური მომხმარებელი ხართ ინფო–ქუთაისის, გთხოვთ მოგვაწოდოთ იდეები საიტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, აგრეთვე მოგვწერეთ ინფორმაციები ქალაქში მიმდინარე მოვლენების და ღონისძიებების შესახებ.
ინფო-ქუთაისზე შეგიძლიათ ისარგებლოთ:

ინფორმაცია

ფოტო

თბილისი 90–იან წლებში
Highslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JS
«ივლისი 2010 
ორსმოთხთპრშბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ინტერნეტ მაღაზია

იყიდება
ავტო ბაზრობა

oldgall.jpg

რეკლამა

www.autumn.ge
ბესიკ ცეცხლაძის პერსონალური გვერდი, დაათვალიერეთ ბესიკის შემოქმედება
www.designclub.ge
ვებსტუდია რომელმაც უამრავი საინტერესო პროექტი შესთავაზა ქუთაისს.
www.kutaisi.com.ge
ქუთაისის ვირტუალური მეგზური - პირველი საიტი რომელიც 9 წლის უკან შეიქმნა ქუთაისზე
 
არჩილ გეგენავას პერსონალური ფოტო ნამუშევრები. 
 
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო

გამოკითხვა

რუსეთი საქართველოს...