Infokutaisi.com | v.2

  • შესვლა
  • Sign up
    რეგისტრაცია
    ვარსკვლავით (*) მონიშნული ველების შევსება აუცილებელია.
    სრული სახელი: *
    მონაწილის სახელი: *
    ელფოსტა: *
    პაროლი: *
    პაროლის შემოწმება: *
  • Search
მთავარი arrow ახალი ამბები arrow საზოგადოება arrow პარლამენტის მშენებლობას ქუთაისში ბერძენიშვილის ძეგლი შეეწირა
პარლამენტის მშენებლობას ქუთაისში ბერძენიშვილის ძეგლი შეეწირა ბეჭდვა ელფოსტა
Bookmark and Share

Imageდღეს ქუთაისში "გამარჯვების მემორიალის" ნგრევა და დემონტაჟი მიმდინარეობს. ავტოქარხნის დასახლებაში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ეს მემორიალი იყო განთავსებული, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

ძეგლის დემონტაჟს კომპანია "ლიტოკონსტრუქცია" ახორციელებს. ამ დროისთვის უკვე აღებულია მემორიალის წინ მდებარე ცხენოსანი "მზეჭაბუკი", რომელსაც "ახალი გაზეთის" ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე, სპორტის სასახლის შენობასთან უპირებენ გადატანას. ხოლო უშუალოდ მემორიალი, ადგილზე დასაქმებული მუშების თქმით, დღის ბოლომდე დაინგრევა. გამარჯვების მემორიალი ქუთაისში 1980-ანი წლების დასაწყისში დაიდგა და იგი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდებას მიეძღვნა.

1-1.jpg

ძეგლის ავტორი ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძეგლის დემონტაჟს წინ უძღოდა მერაბ ბერძენიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ (რომელიც ერთი თვის წინ გადაიცა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით) და საგაზეთო მიმართვა (რომელიც გაზეთ "ახალ გაზეთში" გამოქვეყნდა და რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://akhali-gazeti.blogspot.com/2009/11/blog-post_4518.html ). ბერძენიშვილის ძეგლი ბოლო ხუთი წლის მანძილზე ინტენსიურად იძარცვებოდა ქუთაისში, სწორედ ამას მოჰყვა ავტორის ასეთი მიმართვა საზოგადოებისადმი: "მემორიალის რელიეფის ერთი ნაწილი გამოგლეჯილია! ის ჩემი გულის ნაწილია. ამიტომ ჩემი გულისტკივილი თუ მძაფრად გამოვხატე, მომიტევეთ. ბატონებო! მემორიალი მიეძღვნა იმ ღიმილის ბიჭების არდავიწყებას, რომლებმაც მკერდით დაგვიცვეს ჩვენ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ბოროტებისაგან და სიცოცხლე გაწირეს, დღეს ზნედაცემული ადამიანი, რომელსაც არ აქვს უნარი,
აღიქვას მემორიალის მნიშვნელობა, ანადგურებს, ძარცვავს, ანგრევს ძეგლს, რომელიც მომავალ თაობებს ეკუთვნის. ეს უბრალოდ ავაზაკობაა, ხოლო ასეთი ქმედებისადმი გულგრილი დამოკიდებულება დანაშაულია, დიდი უპატივცემულობა იმ მამაცი ვაჟკაცების მიმართ, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, უპატივცემულობაა იმ დედებისადმი, რომლებმაც სამშობლოს ჭეშმარიტი ვაჟკაცები აღუზარდეს. ქუთაისის მემორიალის კომპოზიციის ცენტრალურ ნაწილში სწორედ დედის სიმბოლოა გამოსახული, რომელსაც მძარცველებმა მკერდი გამოფატრეს, გამარჯვებულ მზეჭაბუკს კი ხმალი მოახერხეს, ვაი, სირცხვილო!"
ამ ტექსტის გავრცელების შემდეგ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებოდნენ, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებოდნენ ბერძენიშვილის ძეგლის აღდგენას, თუმცა ეს პირობა ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ქუთაისში პარლამენტის შენობის ადგილად სწორედ "გამარჯვების მემორიალის" ტერიტორია შეირჩა.

2-2.jpg

ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ პარლამენტის შენობა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდებოდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ახალ საოფისე ფართს ბერძენიშვილის ძეგლი შეეწირა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება ძეგლის დემონტაჟის შესახებ, ამ ინფორმაციას არ ფლობენ ქუთაისის თვითმმართველობაში. უფრო მეტიც ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ ჩვენგან შეიტყო ეს ინფორმაცია, რომ ქალაქში ძეგლის ნგრევა მიმდინარეობს: "გაძარცვული რომ იყო, ალბათ, ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება," - განაცხადა მან ჩვენთან საუბარში. ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ მარგველაშვილს, რომელმაც, ასევე, ჩვენგან შეიტყო ძეგლის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია: "ეს საკითხი ჩვენთან არ ყოფილა შეთანხმებული და მითუმეტეს, ჩვენ ამ საკითხზე არავითარი დადგენილება არ მიგვიღია, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მოდის" - განაცხადა მან ჩვენთან საუბარში.

3-3.jpg

ძეგლის დემონტაჟისთვის დაქირავებულმა მუშებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ ისინი პრეზიდენტის დავალების შესაბამისად მოქმედებენ. საქმე ის არის, რომ პრეზიდანტი 30 ნოემბერს იმყოფებოდა ქუთაისში, როდესაც ის ერთ-ერთ ოჯახში, სწორედ ავტოქარხნის დასახლებაში მივიდა. აღნიშნულ უბანში მდებარეობს ეს ძეგლიც.ძეგლის დემონტაჟის თაობაზე ავტორმა - მერაბ ბერძენიშვილმა პირველად "ახალი გაზეთის" საშუალებით შეიტყო: "რას მეუბნებით? კი, მაგრამ მე არაფერს მეკითხებიან? ქუთაისში, მე მეგონა, იყო ხალხი, რომლებიც
მე მიყვარდა და რომლებსაც მე ეს ძეგლი მივუძღვენი, მაგრამ, თურმე, მათთვის მთავარი კუჭი ყოფილა. არამი იყოს, ალბათ, ჩემი შრომა მაგ ქალაქისთვის, აი, ეს მათქმევინეს ბოლოს და ბოლოს,"
- განაცხადა მერაბ ბერძენიშვილმა ჩვენთან საუბარში.


წყარო: ახალი გაზეთი 
ავტორი: მაია მეცხვარიშვილ
 
< წინა   შემდეგი >

ვებსტუდია DesignClub.ge


  • ვებსტუდია DesignClub.ge კომპანია ITDC-სთან ერთად მუშაობს იმერეთშისახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებგვერდზე www.imereti.ge

  • ვებსტუდია DesignClub.ge ანხორციელებს რადიოკომპანია "ძველი ქალაქის" ვებგვერდის განახლებას.

ინფორმაცია

საიტის ადმინისტრაცია გთხოვთ!..
თუ აქტიური მომხმარებელი ხართ ინფო–ქუთაისის, გთხოვთ მოგვაწოდოთ იდეები საიტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, აგრეთვე მოგვწერეთ ინფორმაციები ქალაქში მიმდინარე მოვლენების და ღონისძიებების შესახებ.
ინფო-ქუთაისზე შეგიძლიათ ისარგებლოთ:

ინფორმაცია

ფოტო

თბილისი 90–იან წლებში
Highslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JSHighslide JS
«ივლისი 2010 
ორსმოთხთპრშბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ინტერნეტ მაღაზია

იყიდება
ავტო ბაზრობა

oldgall.jpg

რეკლამა

www.autumn.ge
ბესიკ ცეცხლაძის პერსონალური გვერდი, დაათვალიერეთ ბესიკის შემოქმედება
www.designclub.ge
ვებსტუდია რომელმაც უამრავი საინტერესო პროექტი შესთავაზა ქუთაისს.
www.kutaisi.com.ge
ქუთაისის ვირტუალური მეგზური - პირველი საიტი რომელიც 9 წლის უკან შეიქმნა ქუთაისზე
 
არჩილ გეგენავას პერსონალური ფოტო ნამუშევრები. 
 
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო

გამოკითხვა

რუსეთი საქართველოს...