|
ბაქრაძე ქუთაისის კონტროლის პალატა დაათვალიერა |
|
|
დავით ბაქრაძე ქუთაისის კონტროლის პალატაში იმყოფებოდა. მან შენობა დაათვალიერა და სამუშაო პიროებებს გაეცნო.
შენობაში ფუნქციონირებს კონტროლის პალატის ადგილობრივი თვითმმართველობის დეპარტამენტი, რომელიც აკონტროლებს მუნიციპალიტეტების საქმიანობას.
აქვე არის აფხაზეთის კონტროლის პალატაც. ბაქრაძის თქმით, ეს არის ფუნცქიურად დატვირთული ოფისი. მან მოისმინა გასულ წელს გაწეული მუშაობის ანგარიში. მისი განცხადებით, მალე პარლამენტი ქუთაისში გადმოინაცვლებს და ქუთაისი ქვეყნის მეორე პოლიტიკური ცენტრი გახდება.
`კონტროლის პალატის ქუთაისში ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ქუთაისი და დასავლეთ საქართველო,` - განაცხადა ბაქრაძემ. |