|
შენ გიყვარს სიკვდილი? ანტინარკოტიკული აქცია ქუთაისში |
|
|
|
16 ივნისს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სდუტენტებმა მოაწყვეს ანტინარკოტიკული აქცია-მსვლელობა დევიზით "მე მიყვარს სიკვდილი".
სტუდენტებმა ფეხით განვლეს გზა უნივერსიტეტიდან პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრამდე. მსვლელობის მიზანი იყო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენება თუ რა ფატალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკის მოხმარებას.
აქცია მომზადდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ პროექტის "საზოგადოებრივი პროკურატურა" ფარგლებში.
მეგი ვაშაყმაძე
|