ახალი ამბები
კულტურა
„მე - ანია“ ქუთაისში | „მე - ანია“ ქუთაისში |
|
|
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 14 ივნისს კომპანიია „ჯეოსელის“ მხარდაჭერით გაიმართა ნიჭიერი ფოტოხელოვანის ანა გოგუაძის ფოტოგამოფენა „მე - ანია“. ფოტონამუშევრებზე წარმოდგენილ ფოტოებზე წარმოდგენილი იყვნენ ცნობილი ქართველი მოდელები, რომლებიც ფოტოხელოვანმა ერთი ნიშნით გააერთიანა - ისინი ინვალიდის ეტლში ჩამჯდარი დაფიქსირა კადრში. პროექტის მიზანი იყო იმის შეხსენება რომ უნარშეზღუდული ადამიანები საზაოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და აუცილებელია მათი მაქსიმალურად ინტეგრაცია გარემოსთან, რისთვისაც პირველ რიგში აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იყოს მათთვის პანდუსები - ასასვლელები ეტლებისთვის. გამოფენა ორიგინალურად იყო წარმოდგენილი. მომღერალ მეგი გოგიტიძის შესრულებული სიმღერების შემდეგ კახაბერ შარტავას მიმოდრამის თეატრის მსახიობებმა, სცენაზე წარმოადგინეს ფოტონამუშევრები და დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ თეატრის სცენაზე დაეთვალიერებინათ ფოტოები. გამოფენის დასასრულს მესხიშვილის თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ პირობა მისცა აუდიტორიას, რომ უახლოეს მომავალში მესხიშვილის თეატრში გაკეთდება პანდუსები. იმავე დღეს, გამოფენამდე, ჟურნალისტებისთვის გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტებს არჩევანი ჰქონდათ დამჯდარიყვნენ ან სკამზე ან ინვალიდის ეტლში. მას მედიის წარმომადგენლებმად არჩევანი სკამებზე გააკეთეს. შემოგვიერთდით ფორუმზე ნათია მანაგაძე მარი ჯანგავაძე |
| < წინა | შემდეგი > |
|---|

| ტელეპროგრამა |
| ანეკდოტები |
| იყიდება |
| ავტო ბაზრობა |